საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 — ღონისძიება, რომელიც 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა[1]. მისი მიზანი იყო საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღება. აღწერის ორგანიზატორი იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით, ამინდის გაუარესების საშიშროებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში (მესტიის, ყაზბეგის, დუშეთისა (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უაკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის თემები) და ახმეტის (ომალოს თემი) მუნიციპალიტეტები) აღწერა სექტემბრის თვეში ჩატარდა[2]. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები 2015 წლის აპრილში გახდა ცნობილი. წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანია. 2002 წლის აღწერასთან შედარებით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით შემცირდა. სოფლად 1 589 509 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა 23,8 %-ით შემცირებულია, ხოლო ქალაქის 6,3 %-ით. საქართველოს მოსახლეობის 57,4 % ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მაჩვენებელს 5,1 %-ით აღემატება.[3] 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა.[4] 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი. საქართველოს ფაქტობრივი მოსახლეობამოსახლეობის განაწილება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|