სისხლისისხლი (ლათ. sanguis, ბერძ. αἷμα) – განსაკუთრებული თხევადი ქსოვილი. გულის მეშვეობით, ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. მედიცინის დარგს სისხლის შესახებ ჰემატოლოგია ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს. შემადგენლობასისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები და სისხლის ფირფიტები, ანუ თრომბოციტები. პლაზმა სისხლის 50-60%ს შეადგენს, 40-50% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალს – გლუკოზას. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე (ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები).
ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევე ადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდან ქსოვილებში. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“. ჰემოგლობინი მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგსაც იკავშირებს, მიაქვს ფილტვებში და იქ გასცემს. ერითროციტები სატვირთო მანქანას ჰგავს, რომელსაც აირები გადააქვს. სისხლის ჯგუფებისისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთდაიგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით:
იმუნიტეტიადამიანის ორგანიზმი ციხესიმაგრეს ჰგავს, რომელსაც გარს მრავალი „მტერი“ ახვევია.
მათ, უპირველეს ყოვლისა, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები მიეკუთვნება. ისინი
გამუდმებით ეძებენ ორგანიზმის სუსტ წერტილებს მასში შესაღწევად. თუმცა ეს არცთუ
ადვილის მათთვის. ადამიანის ორგანიზმს ძლიერი დამცავი იმუნური სისტემა გააჩნია.
იმუნური სისტემის მთავარი ფუნქციაა შეინარჩუნოს „თავისი“, არ შეუშვას და მოიშოროს უცხო.
ორგანიზმის ამ უნარს იმუნიტეტი ჰქვია.
ორგანიზმის დაცვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანისა და ლორწოვანი გარსების
მთლიანობას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მიერ გამოყოფილ სეკრეტებს, ნაღველის,
კუჭის ჭვენს, ლორწოს. დაცვის რთულ სისტემაში აქტიურადაა ჩართული ლეიკოციტები. მათი ერთი ნაწილი ფაგოციტოზის გზით შთანთქავს და ინელებს მიკრობებს. ამ ლეიკოციტებს ამებოიდური მოძრაობა ახასიათებთ. ისინი გამოდიან სისხლძარღვიდან და მოძრაობენ უჯრედშორის სივრცეში, ანტიგენის შეჭრის ადგილისაკენ. ასეთ ლეიკოციტებს ფაგოციტები ეწოდება. მათი უმრავლესობა ბაქტერიებთან ბრძოლაში იღუპება. დაღუპული ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გროვა ჩირქს წარმოქმნის. თუ ფაგოციტმა ვერ შეძლო მიკრობების დამარცხება, ის იშველიებს ლეიკოციტის სხვა სახეს - ლიმფოციტს, რომელიც ამოიცნობს რა „უცხოს“, იწყებს მათი საწინააღმდეგო სპეციფიკური იარაღის - ანტისხეულების გამომუშავებას. ანტისხეულები მიკრობებს ბოჭავს და ხელს უწყობს მათ გაუვნებლებას. მიკრობთა მრავალფეროვნების გამო, ლიმფოციტები ყველას თავის საწინააღმდეგო
ანტისხეულს „უმზადებს”. ლიმფოციტები ამ მიკრობებს კარგად იმახსოვრებენ და
განმეორებითი შეხვედრისთანავე იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას. ამ დროს დაავადება
აღარ ვითარდება. ამიტომაა, რომ ზოგიერთი დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანი ამ
დაავადებით განმეორებით აღარ ავადდება - მას ამ დაავადების მიმართ უკვე გამომუშავებული
აქვს იმუნიტეტი. ოდითგან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მტერი ინფექციური დაავადებების
გამომწვევებია. ისტორიაში შემონახულია ყვავილის, შავი ჭირის, ქოლერის, ტიფის, გრიპის
ეპიდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ინფექციებთან ბრძოლის ახალი ერა ვაქცინის შექმნის შემდეგ დაიწყო. რესურსები ინტერნეტშილიტერატურა
|