სკაგერაკისკაგერაკი — სრუტე ნორვეგიას, შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსა და დანიის ნახევარკუნძულ იუტლანდიას შორის, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებს კატეგატის სრუტესთან და ბალტიის ზღვასთან. სახელწოდებასახელწოდებები სკაგერაკი და კატეგატი ორივე დანიური წარმოშობისაა. სკაგერაკი დანიურად დაახლოებით სკაგენის არხს ნიშნავს. დანიური ქალაქ სკაგენის მიხედვით, რომელიც დანიის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. რაკ ნიშნავს სრუტეს, სანაოსნო გზას.[1][2] გეოგრაფიასკაგერაკი არს 240 კილომეტრის სიგრძის და 80-140 კილომეტრის სიგანის. ის ღრმავდება ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ და ნორვეგიის ტრანშთან 700 მეტრს აღწევს. სკაგერაკის გასწვრივ მდებარეობს რამდენიმე ნორვეგიული და შვედური პორტი: ოსლო, კრისტიანსენი, უდევალა, შტრომშტადი. მანძილებისაერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციამ სკაგერაკის საზღვრები შემდეგნაირად განსაზღვრა:[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|