სოლისტი (ფილმი)
სოლისტი (ინგლ. The Soloist) — 2009 წლის დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი. ფილმში მთავარ როლებში მონაწილეობენ ჯეიმი ფოქსი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში 2009 წლის 24 აპრილს[1] და DVD-სა და Blu-ray-ზე 5 აგვისტოს. ზოგადი ინფორმაციაფილმი დაფუძნებულია ნათანაელ აიერსის ნამდვილ ისტორიაზე, მუსიკოსის ბიოგრაფიაზე, რომელსაც შიზოფრენია დაემართა და უსახლკაროდ დარჩა. სუსანა გრანტის სცენარი დაფუძნებულია სტივ ლოპესის წიგნზე, სოლისტი. ლოპესი (დაუნი), Los Angeles Times- ის ჟურნალისტი, აღმოაჩენს და წერს აიერსის (ფოქსი) ჩელოს ჟღერადობას, რომელიც შიზოფრენიის განვითარების შემდეგ, ქუჩებში ცხოვრობს. სამსახიობო ჯგუფი
წარმოებასოლისტი, რომლის რეჟისორია ჯო რაიტი, და სცენარის ავტორი სუსანა გრანტი, დაფუძნებულია სერიაზე,[2] რომელიც დაწერა Los Angeles Times- ის ჟურნალისტმა სტივ ლოპესმა. ფილმი ნაზიტანელ ეიერს უმცროსის ისტორიაა, რომელიც შიზოფრენიით დაავადებული მუსიკოსია. ეს ისტორია საბოლოოდ გაერთიანდა ლოპესის წიგნში სახელწოდებით „სოლისტი“,[3] რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის გაზაფხულზე.[4] ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარი იყო, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე რაიტის წინა ფილმის, მონანიების ბიუჯეტი.[5] ფილმის წარმოება დაიწყო 2008 წლის იანვარში და გადაღებები ძირითადად შედგა ლოს-ანჯელესში.[6] ზოგიერთი სცენა გადაღებულია კლივლენდში. ფილმის გამოსვლაშემოსავალიპრემიერის შაბათ კვირას, ფილმი ჩარტებში მეოთხე ადგილზე იყო და გამოიმუშავა 9 715 000 აშშ დოლარი 2 024 კინოთეატრში (საშუალოდ თეატრში 4800 დოლარი). [7] ფილმმა თავისი მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარი გამოიმუშავა, რაც 31 720 158 აშშ დოლარს შეადგენს. მცირე შემოსავლის მიზეზი იყო ფილმის პრემიერის გადადება[1] და ის, რომ სოლისტი 2009 წლის ზაფხულის კინოს სეზონამდე ერთი კვირით ადრე გამოვიდა. კრიტიკოსთა გამოხმაურებაRotten Tomatoes– ზე ფილმის მაჩვენებელია 57%, 205 მიმოხილვის საფუძველზე, ხოლო საშუალო ქულა 5,95 10-დან. საიტის კონსენსუსში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გამოირჩევა ძირითადი პესონაჟების მძლავრი შესრულებით, თხრობის ფოკუსის ნაკლებობა ფილმის მაჩვენებელს ადაბლებს.“[8] Metacritic– ზე ფილმის საშუალო ქულაა 61 100 – დან, რომელიც ეფუძნება 33 კრიტიკოსის შეფასებებს, რაც მიუთითებს „ზოგადად ხელსაყრელ მიმოხილვებს“. [9] CinemaScore-ზე, სადაც ფილმებს მაყურებლები აფასებდნენ, ფილმმა მიიღო B+ შეფასება A-დან F მაჩვენებლამდე.[10] შემფასებლები ზოგადად აქებენ რობერტ დაუნ უმცროსისა და ჯეიმი ფოქსის შესრულებებს, მაგრამ კომენტარს აკეთებენ ფილმის ნაკლებ თხრობით კონცენტრაციაზე.[11] ბევრმა ჩათვალა, რომ პროექტი რაიტისთვის ცოტა „შეუსაბამობა" იყო და თვლიდნენ, რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმი დღემდე. მას სოლისტამდე ისეთი ფიმები აქვს შექმნილი, როგორიცაა „სიამაყე და ცრურწმენა" და „მონანიება“. hicago Sun-Times- ის წარმომადგენელმა, როჯერ ებერტმა დაწერა: „სოლისტს აქვს დრამის ყველა ელემენტი, გარდა რაღაც კულმინაციისა. ამბავი მიმზიდველია, მსახიობები კარგად ასრულებენ, მაგრამ მე არასოდეს ვიყავი დარწმუნებული, თუ რა სურდათ ეჩვენებინათ კინემატოგრაფებსს ამ ფილმის შექმნით.”[12] საუნდტრეკისოლისტის საუნდტრეკი გამოიცა 2009 წლის 21 აპრილს. ფილმის კომპოზიტორია დარიო მარიანელი. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|