სოფია დოროთეა დაიბადა 1687 წლის 26 მარტს ჰანოვერში. იგი იყო პრინც გეორგ ლუდვიგისა და მისი ცოლის, პრინცესა სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის (ვის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი) მეორე და ნაბოლარა შვილი. მამის მხრიდან იგი დედოფალ სოფია პფალცელის შვილიშვილი და ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის შთამომავალი იყო, რის გამოც 1714 წელს მამამისი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1694 წელს, ღალატის გამო მამამისი დედამისს გაშორდა, რა დროსაც სოფია დოროთეამ უკანასკნელად ნახა დედა.
1706 წელს იგი ცოლად შერთეს თავის მამიდაშვილს, პრუსიის კრონპრინც ფრიდრიხ ვილჰელმს. აღსანიშნავია, რომ ახლონათესავობის გამო ისინი ადრიდანვე იცნობდნენ ერთმანეთს, რამაც შემდგომში განაპირობა ის, რომ მეფე და დედოფალი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. აღსანიშნავია, რომ პრუსიასთან კავშირის განახლება დიდი ხნის განმავლობაში სურდა ბებიამის სოფიას, რომელიც სოფია დოროთეას მამიდის, დედოფალ სოფია შარლოტა ჰანოვერელის დაღუპვამ ძლიერ შეარყია.
1713 წლის 25 თებერვალს მისი ქმარი ტახტზე ადის და სოფია დოროთეაც პრუსიის დედოფალი ხდება. იგი ქმარს გამუდმებით საყვედურობდა მისი დაუხვეწავობისა და გართობის მოყვარეობის გამო. მეფე ფრიდრიხ ვილჰელმმა, რომელიც მხოლოდ ნადირობით იყო დაინტერესებული და დიდად არ უყვარდა ხელოვნება, სამეფო კარიდან ყველა მუსიკოსი და მსახიობი დაითხოვა, აკრძალა კარზე კულტურული ღონისძიებების ჩატარება და ამით დაზოგილი ფული მთლიანად არმიის გაძლიერებას მოახმარა. ამრიგად, სოფია დოროთეასა და მის შვილებს სასახლეში ფრიდრიხ ვილჰელმის დიქტატურის ქვეშ უწევდათ ცხოვრობა, თუმცა მათ მაინც მშვიდი ქორწინება ჰქონდათ. მეფის ასეთ ხასიათს ისტორიკოსები და მეცნიერები იმას მიაწერენ, რომ შესაძლოა იგი პორფირიით ყოფილიყო დაავადებული.
მეფე-დედოფალს შორის ურთიერთობა მას შემდეგ აირია, რაც ფრიდრიხმა სოფიას ბავშვების „ნაზად“ აღზრდაში დაადანაშაულა და თავისი მეთვალყურეობის გარეშე შვილებთან შეხვედრა აუკრძალა. მეფის ამ ბრძანებამ საშინლად იმოქმედა ბაშვებზე, რომლებიც შესაძლოა ითქვას, რომ დედაზე იყვნენ „მიჯაჭვულები“.
1740 წლის 31 მაისს ფრიდრიხ ვილჰელმი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი სოფია დოროთეას ვაჟმა, ფრიდრიხ II დიდმა დაიკავა. ამის შემდეგ სოფია დოროთეამ შედარებით თავისუფლად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ქვეყანა მეტად არასახარბიელო პოლიტიკურ ვითარებაში იყო. პრუსიას ტერიტორიებს როგორც პოლონეთი, ისე ავსტრია ედავებოდა. ამ საქმეში განსაკუთრებით ავსტრია აქტიურობდა, რომელსაც ფრიდრიხმა საპასუხოდ ომი გამოუცხადა და სილეზიის მდიდარი და ნაყოფიერი რეგიონი წაართვა, რომელიც შვიდწლიანი ომის შემდეგ საბოლოოდ მიუერთდა პრუსიის სამეფოს.
1742 წლიდან დედა-დედოფალი სოფია დოროთეა პენსიაზე გავიდა და თავისი ვაჟის მიერ აშენებულ-ნაჩუქარ მობიოუს სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, ბერლინის გარე უბანში, რომელიც მანამდე მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. დარჩენილი ცხოვრება მან სწორედ აქ გაატარა, სიმშვიდესა და ფუფუნებაში. იგი 1757 წლის 28 ივნისს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შვილები
სახელი
პორტრეტი
დაიბადა
გარდაიცვალა
ზოგადი ცნობები
ფრიდრიხ
ლუდვიგი
23 ნოემბერი, 1707,
ბერლინი, გერმანია
13 მაისი, 1708,
ბერლინი, გერმანია
(5 თვის)
პრუსიის პრინცი. გარდაიცვალა ჩვილობაში.
ფრედერიკა
ვილჰელმინა
3 ივლისი, 1709,
ბერლინი, გერმანია
14 ოქტომბერი, 1758,
ბაიროითი, გერმანია
(49 წლის)
ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ბაიროითის მარკგრაფ ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა