სსრკ სახალხო არტისტი
სსრკ სახალხო არტისტი (რუს. Народный артист СССР) — სსრკ-ის საპატიო წოდება, რომელიც 1936-1991 წლებში ენიჭებოდა სსრკ-ის ხელოვნების გამორჩეულ მუშაკებს, რომლებმაც მიიღეს სახალხო აღიარება საბჭოთა თეატრის, მუსიკის, კინოს, ცირკის, ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის. დამტკიცებულია სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1936 წლის 6 სექტემბრის №47 დადგენილებით. ისტორია1919 წელს საბჭოთა მთავრობამ დააწესა საპატიო წოდება „რესპუბლიკის სახალხო არტისტი“, რომელიც 1936 წლამდე იყო უმაღლესი საპატიო წოდება სსრკ-ში და ის ენიჭებოდა გამოჩენილ მსახიობებს. პირველ სახალხო არტისტებს შორის იყვნენ მომღერლები ფიოდორ შალიაპინი და ლეონიდ სობინოვი. მოკავშირე რესპუბლიკების სახალხო არტისტების ტიტულისგან განსხვავებით, ტიტული „სსრკ სახალხო არტისტი" უფრო მაღალი ხარისხის იყო. დებულება საპატიო წოდების შესახებ
სამკერდე ნიშნის აღწერილობასამკერდე ნიშანი „სსრკ სახალხო არტისტი“ მზადდებოდა მოოქროვილი სპილენძისგან და აქვს ოთხკუთხა ფორმა კარტუშის სახით, საბაზისო ზომით, 22,5*23,5 მმ. სამკერდე ნიშნის ცენტრალურ ნაწილში არის წარწერა „სსრკ სახალხო არტისტი“, მის ქვეშ — ნამგალის და უროს რელიეფური გამოსახულება. ნიშანი არ არის შემოსაზღვრული. ყველა გამოსახულება და წარწერა ამოზნექილია. სამკერდე ნიშანი თვალისა და რგოლის საშუალებით უერთდება მოოქროვილ მართკუთხა ბლოკს, რომლის ზომებია 18*21 მმ. ბლოკის ძირში გამოსახულია დაფნის ტოტები. მისი ზედა ნაწილი დაფარულია წითელი ლენტით. უკანა მხარეს, ბლოკს აქვს ქინძისთავი ტანსაცმელზე დასამაგრებლად. სსრკ სახალხო არტისტებიპირველები, რომელთაც 1936 წლის 6 სექტემბერს მიენიჭათ საპატიო წოდება „სსრკ სახალხო არტისტი“, იყვნენ:
1991 წლის დეკემბერში[1] მოხდა საპატიო წოდების მინიჭება უკანასკნელად.[2] რჩეულები გახდნენ 11 არტისტი, რომელთა შორის იყვნენ: ალა პუგაჩოვა, სოფია პილიავსკაია და ოლეგ იანკოვსკი. სულ „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდება მიენიჭა 1006 პიროვნებას.[3] იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|