ტაბახმელა
ტაბახმელა — სოფელი თბილისში მთაწმინდის რაიონში. ზღვის დონიდან 1020 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2073 კაცი. ისტორიასოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი. ტაბახმელა თავად სოლოღაშვილების, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ორბელიანების სამფლობელო მამული იყო. ქართველებმა ტაბახმელასთან არაერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის XI არმიის შემოტევას ტაბახმელასთან და კოჯორთან გმირულად იგერიებდნენ ქართველები. 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: წავკისი, შინდისი), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში. დემოგრაფია
იხილეთ აგრეთველიტერატურა
სქოლიო
|