ტამილური ენა
ტამილური ენა — ტამილების სამეტყველო ენა. ინდოეთის ტამილნადუს შტატის ოფიციალური ენა. მიეკუთვნება დრავიდულ ენათა ჯგუფს, რომელიც არის ინდოელების ეთნიკური ჯგუფის ტამილის ხალხის დიალექტი. გააჩნია ინდოეთის, შრი-ლანკისა და სინგაპურის[1] ოფიციალური ენის სტატუსი. ტამილზე საუბრობენ აგრეთვე უმციროსობები მალაიზიაში,[2][3] ვიეტნამში, მავრიკსა და რეიუნიონზე, ასევე ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტამილური არის პირველი ინდური ენა, რომელიც გამოცხადდა კლასიკურად ინდოეთის მთავრობის მიერ 2004 წელს.[4] თამილური ლიტერატურა არსებობს უკვე 2200 წელზე მეტია. პირველი ეპიგრაფიული ჩანაწერები ამ ენაზე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით. ტამილური ლიტერატურის პირველი ეტაპი განისაზღვრება ძვ. წ. 200 წლიდან ახ. წ. 300 წლამდე.[5] ჩვენსწელთაღრიცხვამდელი ნიმუშები აღმოჩენილია ეგვიპტესა და ტაილანდში. ტამილური ენა ფორმირების სამ პერიოდს მოიცავს, ეს არის: ძველი ტამილური (ძვ. წ. 300 წ. - ახ. წ. 700 წ.), საშუალი ტამილური (700-1600 წწ.) და ახალი ტამილური (1600 წ. - დღევანდლამდე). ტამილური ანბანი მომდინარეობს ბრაჰმასაგან. ზოგადი ცნობები
სტატუსიოფიციალური ენა
გავრცელების არეალიტამილურენოვანი ანკლავები კერალას, ანდჰრა-პრადეშისა და სხვა შტატების ტერიტორიებზე. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე შრი-ლანკაზე, მიანმარში, მალაიზიაში, ასევე აფრიკის, ვესტ-ინდოეთისა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ლექსიკაფრაზები და სიტყვები
რიცხვები და სიმბოლოები
10 ციფრის გარდა ტამილურს აქვს აღნიშვნები 10–ის, 100–ის და 1000–ისთვის. ასევე სიმბოლოები: „დღე“, „თვე“, „წელი“, „დებიტი“, „კრედიტი“, „როგორც ზემოთ“, „ღარიბი“, „რაოდენობა“.
ლიტერატურა
სქოლიო
|