ტრამვაი სახელად სურვილი (1951 წლის ფილმი)
„ტრამვაი სახელად სურვილი“ (ინგლ. A Streetcar Named Desire) — 1951 წლის რომანტიკული დრამა. ფილმი წარმოადგენს ტენესი უილიამსის 1947 წლის ამავე სახელწოდების მქონე პიესის ადაპტაციას. სცენარის ავტორები არიან ოსკარ სოლი და თავად უილიამსი, ხოლო რეჟისორი - ელია კაზანი, რომელმაც მანამდე ორიგინალი სპექტაკლი დადგა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ვივიენ ლი, მარლონ ბრანდო, კიმ ჰანტერი და კარლ მოლდენი. ყველა მსახიობი, გარდა ვივიენ ლისა, აირჩიეს ბროდვეის თეატრიდან, სადაც ისინი ამ პიესას თამაშობდნენ, ხოლო ვივიენი ინგლისის თეატრში თამაშობდა. ფილმი სტუდია Warner Bros.-მა გამოუშვა. შემადგენლობა
ჯილდოები„ტრამვაი სახელად სურვილი“ არის პირველი ფილმი, რომელმაც ოთხი ნომინაციიდან სამი ოსკარი აიღო სამსახიობო კატეგორიაში: მხოლოდ მარლონ ბრანდომ ვერ მიიღო ჯილდო სტენლი კოვალსკის განსახიერებისათვის. ასევე ეს არის პირველი ფილმი, რომელმაც ერთდროულად მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალისა და მამაკაცი მსახიობებისათვის მიიღო ოსკარი. ოსკარი
სხვა ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
|