Share to:

 

ტყის თაგვი

ტყის თაგვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Apodemus sylvaticus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 1904

ტყის თაგვი (ლათ. Apodemus sylvaticus) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. სხეულის სიგრძე დაახლოებით 8-10 სმ, წონა 20-30 გ აღწევს. კუდის სიგრძე დაახლოებით სხეულის სიგრძის შესატყვისია. ველურ ბუნებაში იკვებება მუხის, წიფლისა და ჭადრის თესლით. აქვს ყავისფერი ბეწვი; ქვემოდან შეფერილობა მოთეთროა. კისერზე აქვს პატარა მოყვითალო ფერის ლაქა. ტყის თაგვის ბუნებრივი მტერია: სახლისა და ტყის კატა, მელა, სხვადასხვა სახეობის ფრინველი და ქვეწარმავალი. ანადგურებენ ნორჩ ამონაყარს, რითაც საგრძნობი ზიანი მოაქვს ტყის მეურნეობისათვის.

რესურსები ინტერნეტში

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya