უედელის ზღვა
უედელის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ნახევარკუნძულსა (დასავლეთით) და კოტსის მიწას (აღმოსავლეთით) შორის. ფართობი 2,8 მილიონი კმ², სიღრმე უმეტესად 3000 მ, მაქსიმალური 6820 მ. სამხრეთი ნაპირი წარმოადგენს ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარის კიდეს. სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი წყალმარჩხია. ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. ერთი მხრივ, ზღვა წარმოადგენს არგენტინა-ბრიტანეთს შორის დავის საგანს, ხოლო მეორე მხრივ ამ ტერიტორიაზე ჩილესაც აქვს პრეტენზია. უედელის ზღვა აღმოაჩინა ჯეიმზ უედელის ინგლისურმა ექსპედიციამ 1823 წელს და ატარებდა გეორგ IV-ის სახელს. უედელის სახელი ეწოდა 1930 წელს. ისტორიკოსი თომას რ. ჰენრი 1950 წელს გამოცემულ თავის წიგნში „თეთრი კონტინენტი“ წერს:
შემდეგ ის მთელ თავს უთმობს მწვანეთმიან კაცთევზასთან დაკავშირებულ მითებს, რომელიც გამჭვირვალე ყინულოვანი წყლებიდან იყურებოდა და 1949 წლამდე არ აძლევდა გემებს ყინულებს შორის ამ ვიწრო ბილიკის გავლის საშუალებას. რესურსები ინტერნეტში
|