უმეო
უმეო (შვედ. Umeå) — ქალაქი ჩრდილოეთ შვედეთში. უმეოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ვესტრებოტენის ლენის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე უმეელვენზე. მდებარეობს სტოკჰოლმიდან 600 კმ-ით ჩრდილოეთით და პოლარული წრიდან 400 კმ-ით სამხრეთით. უმეო ნორლანდის რეგიონის უდიდესი და შვედეთის სიდიდით მე-12 ქალაქია, 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 79 594 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 115 229-ს. 1965 წელს ქალაქში უნივერსიტეტი დაარსდა და ამ მომენტიდან მოსახლეობამ სწრაფი ზრდა იწყო, 30 წელში იგი გაორმაგდა. 2011 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად შენდება 700 - 8000 ახალი აპარტამენტი. უმეო შვედეთის საგანმანათლებლო, ტექნიკური და სამედიცინო კვლევების ცენტრია, ორი უნივერსიტეტითა და 30 000 სტუდენტით. 2014 წლისთვის არჩეულია ევროპის კულტურულ დედაქალაქად. პირველ წერილობით წყაროებში უმეო XIV საუკუნეშია მოხსენიებული. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
|