ფლეიტაფლეიტა — სასულე მუსიკალური საკრავი. არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. გავრცელებულია უძველესი დროიდან, აღსანიშნავია, რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიოში. გერმანიაში აღმოჩნდა 35,000 წლის წინ ძვლისგან გამოთლილი ფლეიტა[1][2][3]. თანამედროვე ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის ზედა ნაწილი წარმოადგენს საკრავის თავს, შუა ნაწილში განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის რეგულირებისთვის), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში მოთავსებულია 3—4 სარქველი. საკრავი მზადდება სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და პლასტმასისაგან. დიაპაზონი — მცირე ოქტავის სი, ან პირველი ოქტავის დო — IV ოქტავის დო-მდე. ფლეიტის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია. ნაირსახეობებია: მცირე ფლეიტა (ფლეიტა პიკოლო), ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა. ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|