Share to:

 

ფრიდონ რუხაია

ფრიდონ რუხაია
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1958 (1958-01-07) (67 წლის)
დაბადების ადგილი მარტვილის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ფრიდონ რუხაია (დ. 7 იანვარი, 1958, მარტვილის რაიონი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის“ სპეციალობა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაციით. 1984 წელს — შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნიკა და კომპლექსური მექანიზაციის“ სპეციალობა სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით. 1986-1989 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ნავთობისა და გაზის პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. 2004 წელს — საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი). 2019 წელს —კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) საზოგადოების ენის პროგრამა.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფიდან.

რესურსები ინტერნეტში

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya