შრიოდერის სახლი
შრიოდერის სახლი (ნიდერლ. Rietveld Schröderhuis) აგრეთვე ცნობილი როგორც რიტველდ-შრიოდერის სახლი — ნაგებობა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, რომელიც 1924 წელს არქიტექტორმა გერიტ რიტველდმა ქალბატონ ტრუუნს შრიოდერისა და მისი სამი ბავშვისთვის ააგო. ქალბატონს სურდა სახლი კედლების გარეშე ყოფილიყო. არქიტექტორი მასთან ბევრს მუშაობდა, რათა სახლისთვის საბოლოო სახე მიეცა. მაგრამ პირველადი შესაძლო პროექტები შრიოდერს არ მოსწონდა. დღეისათვის სახლი დე შტეილის არქიტექტურული სტილის ყველაზე ცნობილი და ალბათ ერთადერთი ნამდვილი ნიმუშია. მისის შრიოდერი მასში გარდაცვალებამდე, 1985 წლამდე ცხოვრობდა. დღეს ის მუზეუმს წარმოადგენს და დამთვალიერებლეთათვის ღიაა. 2000 წელს, იუნესკომ იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|