ხაბუმე
ხაბუმე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მოიდანახე, ხაბუმე, ჯუმითი). ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად — ე. წ. „სამანჩო“. არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად); 2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი; 3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ; 4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“. სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში. დემოგრაფია2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1413 ადამიანი.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|