Share to:

 

ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიდისთავი.
სოფელი
ხიდისთავი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°58′23″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 41.97306° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. / 41.97306; 42.21111
დაარსდა მეზოლითი
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ოცხანა
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 303[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ხიდისთავისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და საოჯახო სასტუმროები.

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

ისტორია

1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზეულის შესაყარში აღმოაჩინა მეზოლითური ნამოსახლარი.[2] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.

ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სახელი ოცხანა იხსენიება 1622 წლის საბუთში.

XIX საუკუნეში ოცხანა იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი, ბუკნარი და მეწიეთი. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[3]XIX საუკუნის ბოლოს ხიდისთავში ცხოვრობდა 1000 კომლამდე. მოქმედებდა ორკლასიანი სასწავლებელი და სამრევლო სკოლა.[4] 1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1903-1905 წლებში ხიდისთავში, ბერეჟიანების სახლში იკრიბებოდა რსდმპ-ის გურიის კომიტეტი.[5] 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი.

1920-იან წლებში არსებობდა ალკე რაიონის სახით. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[6] 1944
1893[7] 2598
1908[8] 1404
1911[9] 1017
2002[10] 463 202 261
2014[1] 303 143 160

ისტორიული ოდები

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული ოდები.[11][12][13][14]

მათ შორისაა ანა კალანდაძის საცხოვრებელი სახლი და კალანდაძეების სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადნენ:

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ. 16 — 1964 წ.
  3. ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 177.
  4. გოგიბერიძე ი., წერილი რედაქციის მიმართ // ივერია : გაზეთი, 1894, № 52, გვ. 3.
  5. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 23.
  6. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  7. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  8. Кавказский календарь на 1910 год
  9. Кавказский календарь на 1912 год
  10. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  11. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20812
  12. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20809
  13. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20811
  14. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20813
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya