ჰანა მონტანა
სერიალის მთავარი გმირია გოგონა რომელიც „ორმაგი ცხოვრებით“ ცხოვრობს: მისი ნამდვილი სახელია მაილი სტიუარტი, რომელიც ტიპური ამერიკელი გოგონაა. ხოლო როდესაც იგი პარიკს იხურავს უკვე ნამდვილი ვარსკვლავია, და მას ჰანა მონტანა ჰქვია. მაილის საიდუმლო არავინ იცის გარდა ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისა. სერიალი რამდენიმეჯერ იყო წარდგენილი ემის ჯილდოზე 2007-2010 წლებში. 2009 წლის 10 აპრილს გამოვიდა მხატვრული ფილმი - „ჰანა მონტანა“. სერიალის 4 სეზონს ეწოდა „ჰანა მონტანა სამუდამოდ“. მისი ბოლო, ერთსაათიანი სერია გამოვიდა 2011 წლის 16 იანვარს. მსახიობთა ჯგუფი
ეპიზოდების სია
რესურსები ინტერნეტში |