ჰერაკლე (ბიზანტია)
ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსი (ბერძ. Φλάβιος Ἡράκλειος, ლათ: Flavius Heraclius Augustus, ქართ: ჰერაკლე, ხშირად ჰერაკლე კეისარი; დ. 575 — გ. 11 თებერვალი, 641) — ბიზანტიის იმპერატორი 610–641. ტახტზე 610 წელს ავიდა. მას დიდი წვილილი მიუძღვის იმპერიის ძლიერების განმტკიცებაში. ჰერაკლე კეისარმა, რომეების იმპერია, როგორც ბიზანტიელები უწოდებდნენ თავიანთ ქვეყანას, ბერძნულ სახელმწიფოდ შეცვალა. ამ პერიოდიდან იმპერატორები ბერძნული ტერმინით, ბასილევსებად იწოდებიან. თანდათან ლათინურის ნაცვლად მკვიდრდებოდა ბერძნული ენა. 614 წელს გაძლიერებულმა ირანელებმა იერუსალიმი აიღეს და სასტიკად დაარბიეს. შაჰმა გაიტაცა ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი ევნო. ჰერაკლე კეისარმა, რომელსაც დაბეჩავებული იმპერია ერგო სამმართველოდ, დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეკლესიიდან საგანძური გამოიტანა და გადასცა ჰერაკლეს. თან დიდი თანადგომა გამოუცხადა ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰერაკლემ ეკლესიისგან მიღებული განძით შეკრიბა ჯარი და ირანელების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. მას მოკავშირედ ჰყავდა ხაზარები და აღმოსავლეთის ქრისტიანული ხალხები. ჰერაკლეს სახელთანაა დაკავშირებული ზარათუშტრას დაბადების ადგილზე მარადიული ცეცხლის ჩაქრობა. ჰერაკლემ ირანიდან ჩამოიტანა იქ გატაცებული ჯვარი და 629 წელს დიდი ზარზეიმით თვითონ ჩაიტანა იერუსალიმში. ადრეული ცხოვრებაწარმოშობაჰერაკლე კეისარი იყო ჰერაკლე უფროსისა და ეპიფანიას უფროსი ვაჟი. მისი ოჯახი წარმოშობით კაპადოკიიდან იყო და ივარაუდება მათი სომხური წარმომავლობა,[1] სპეკულაციურად — არშაკიდების შთამომავლობა.[2] ამის მიუხედავად, მხოლოდ მცირე ინფორმაცია მოიპოვება ჰერაკლეს წარმომავლობის დასადასტურებლად. მამამისი 590 სასანიდების უზურპატორ მაჰრამ ჩუბინთან ომის დროს იმპერატორ მავრიკიოსის გენერალი იყო.[3] ომის შემდეგ იმპერატორმა იგი აფრიკის ეგზარქოსად დანიშნა.[3] აჯანყება ფოკას წინააღმდეგ და ტახტის ხელში ჩაგდება608 წელს ჰერაკლე უფროსმა უარი განაცხადა იმპერატორ ფოკასადმი ერთგულებაზე, რომელმაც 6 წლით ადრე დაამხო მავრიკის მმართველობა. აჯანყებულებმა გამოუშვეს მონეტები, რომლებზეც ორივე ჰერაკლე იყო გამოსახული კონსულის ტანსაცმელში, თუმცა არც ერთი მათგანი არ ფლობდა რაიმე იმპერიულ ტიტულს ამ პერიოდში.[4] ჰერაკლეს ნათესავმა, ნიკიტამ დაიწყო ეგვიპტის კამპანია, 609 წელს დაამარცხა ფოკას გენერალი ბონოსი და მთლიანად დაიპყრო პროვინცია. ამავდროულად, ახალგაზრდა ჰერაკლე სხვა არმიით აღმოსავლეთისაკენ გაცურა სიცილიისა და კვიპროსის გავლით.[4] რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|