ჰიუგო (ფილმი)
ჰიუგო — რეჟისორ მარტინ სკორსეზეს 2011 წლის ფილმი. იგი ეფუძნება მწერალ ბრაიან სელზნიკის რომანს „ჰიუგო კაბრეს გამოგონება“. ეს არის სკორსეზეს პირველი ფილმი, გადაღებული 3D ფორმატში. ფილმი მოგვითხრობს რეჟისორ ჟორჟ მელიესის შესახებ. ფილმში ნაჩვენებია კადრები მელიესის სხვადასხვა ფილმებიდან, მათ შორის მისი ცნობილის ფილმიდან „მოგზაურობა მთვარეზე“. სიუჟეტიფილმის მთავარი გმირია მესაათე ბიჭუნა ჰიუგო კაბრე. ობოლი ჰიუგო 1930-იან წლებში პარიზის რკინიგზის სადგურში ცხოვრობს. მას ბიძის გარდა არავინ ჰყავს. მას სადგურიის საათების დაზეთვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა ევალება. ჰიუგოს აინტერესებს ამოხსნას მამის მიერ დანატოვარი ავტომატური სათამაშოს საიდუმლო. სათამაშო და ბლოკნოტი ჰიუგოს მამამ დაუტოვა. ჰიუგოს მისი მეგობარი იზაბელი ეხმარება, რომელიც ჟორჟ მელიესის ნათლულია. იზაბელი და ჰიუგო იპოვნიან მელიესის ძველ ჩანახატებს, რაც მელიესის გაღიზიანებას გამოიწვევს. იზაბელი და ჰიუგო ბიბლიოთეკაში კინოს ისტორიას გაეცნობიან და წიგნში ამოიკითხავენ, რომ მელიესი ერთ-ერთი პირველი კინორეჟისორი იყო და რომ ის პირველი მსოფლიო ომის დროს მოვკდა. ბავშვები კინოისტორიკოსს, პროფესორ ტაბარს შეხვდებიან, რომელიც მათ უამბობს მელიესთან მისი შეხვედრის შესახებ. ტაბარი ბავშვებს მელიესის უკანასკნელ გადარჩენილ ფილმს აჩვენებს, ჩვენების ბოლოს კი ოთახში მელიესი შემოვა. როლებში
ჯილდოებიოსკარის 84-ე დაჯილდოების ფარგლებში „ჰიუგო“ წარდგენილი იყო 11 ნომინაციაზე. აქედან 5-ის მოპოვება შეძლო
BAFTA
ოქროს გლობუსი
გამოცემებიParamount Home Entertainment-მა ფილმი DVD, Blu-Ray და Blu-ray 3D ფორმატში 2012 წლის 28 თებერვალს გამოსცა. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|