A-10 Thunderbolt II
A-10 Thunderbolt II — ამერიკული ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, სწორ ფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც განავითარა კომპანიამ Fairchild-Republic ადრეულ 1970-იანებში. A-10 დაპროექტებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილზე (CAS), თავდასხმას ტანკებზე, დაჯავშნულ საბრძოლო მანქანებზე და სხვა სახმელეთო მიზნებზე. ეს იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო თვითმფრინავი, დაპროექტებული ექსკლუზიურად საჰაერო მხარდაჭერისთვის ახლო მანძილიდან.[3] A-10–მა პირველი გაფრენა განახორციელა 10 მაისს, 1972 წელს. შეიარაღებაში მიიღეს 1976 წლის მარტში სრულყოფილად გამოშვებულია 716 ერთეული თვითმფრინავი. აღჭურვილია 2 х General Electric TF34-GE-100A ძრავით, რომელსაც (ორივეს ერთად) 4112 ც.ხ.ძ აქვს. შეიარაღებაში აქვს 1 х 30 მმ–იანი ქვემეხი GAU-8 Avenger 1350 ჭურვის მარაგით. სხვა შეიარაღება: BLU-1, BLU-27/B Rockeye II, AGM-65 Maverick, AIM-9 Sidewinder, LAU-68 Hydra, GBU-10 Paveway II, GBU-12 Paveway II. მისი დაპროექტებისას აქცენტი გაკეთდა გადარჩენის უნარიანობაზე, როგორც ძირითადი პრიორიტეტზე; გააჩნია დამცავი საშუალებები, რომელთა წყალობითაც თვითმფრინავი ახერხებს ფრენას მნიშვნელოვანი დაზიანებებითაც კი. A-10-ის ოფიციალური სახელი მომდინარეობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამანადგურებლის სახელწოდებიდან: Republic P-47 Thunderbolt, თვითმფრინავი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა საჰაერო მხარდაჭერაში ახლო მანძილიდან. A-10 ცნობილია ასევე მეტსახელით Warthog ან უბრალოდ Hog.[4] როგორც მეორადი მისია, იგი ასრულებს საჰაერო სივრცის წინასწარ კონტროლს, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვითმფრინავებს, ზუსტად გაანადგურონ სახმელეთო სამიზნეები. ამ ამოცანის, როგორც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად დაპროექტებული A-10-ებს ეწოდება OA-10.[5] აშშ ამ მოიერიშე თვითმფრინავის შეიარაღებაში დატოვებას და წარმოებას 2025 წლამდე აპირებს. ტექნიკური მონაცემები
ლიტერატურა
სქოლიო
|