A-GPSA-GPS (ინგლ. Assisted GPS) — ტექნოლოგია, რომლითაც ხდება „ცივი სტარტის“ დაჩქარება GPS მოწყობილობაში. დაჩქარება წარმოებს მოწყობილობაში არსებული კავშირის ალტერნატიული არხების ხარჯზე. ხშირად გამოიყენება იმ ფიჭურ მოწყობილობებში რომლებთაც აქვთ GPS მიმღები. A-GPS-ის ალგორითმებისათვის საჭიროა რომ არსებობდეს კავშირი დაშორებულ სერვერთან, რომლისაგანაც მოწყობილობა მიიღებდა სათანადო ინფორმაციას. მობილური მოწყობილობებისათვის ეს შესაძლოა იყოს ან ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებით არსებული მობილური ინტერნეტ კავშირი ან Wi-Fi. A-GPS ხშირად ეშლებათ LBS-ში. ისტორიაპირველად აღნიშნული იდეა გაუჩნდათ ინჟინერებს ჯიმი სენოტსა და რალფ ტეილორს, რომლებმაც იდეა დააპატენტეს 1981 წელს. კერძოდ მათ წარმოადგინეს იდეა რომ თანამგზავრულ ნავიგაციას მხარდაჭერა გეწეოდა მიწისზედა სადგურების დახმარებითაც.[1] აღნიშული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მწარმოებელი იყო SnapTrack-ის კომპანია. სისტემა მოქმედებაში გაეშვა 2001 წლის 1 ოქტომბერს ამერიკაში სამაშველო სამსახურის — 911 ქსელით.[2] GPS-ისა და A-GPS-ის შედარებადღესდღეობით A-GPS-ის ტექნოლოგია გამოიყენება ისეთ მოწყობილობებში, რომლებსაც აქვთ ფიჭური კავშირის მხარდაჭერა (მობილურები, სმარტფონები) და ასევე რომელათაც აქვთ მხოლოდ Wi-Fi სერვისების (პლანშეტები, ლეპტოპები, ნეთბუკები) შესაძლებლობა. შესაბამისად უკანასკნელში გაცილებით არადამაკმაყოფილებელია A-GPS ტექნოლოგიების სერვისი. ჩვეულებრივი GPS გამოყენებისას თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:
A-GPS ტექნოლოგიის სიზუსტე დამოკიდებულია მის ირგვლივ არსებულ ინფორმაციის საბაზო სადგურების სიმჭიდროვეზე. ქალაქის პირობებში სიზუსტე 20-500 მეტრის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა ქალაქგარეთ ის 1500-2000 მეტრს შეიძლება აღწევდეს. GPS მოწყობილობაში ინფორმაციის განსაახლებლად მოწყობილობას სჭირდება დაახლოებით 1 წამი, ასევე იზრდება A-GPS მიმღების მგრძნობელობა[4].
A-GPS-ს გააჩნია რიგი განსხვავებები სტანდარტული GPS-გან, რომლითაც იხსნება მისი უპირატესობები. ყველაზე მთავარი ესაა კოორდინატების სწრაფი დადგენა მოწყობილობის ჩართვისას[5]. ასევე მის უპირატესობას წარმოადგენს „მკვდარ ზონებში“ (გვირაბები, ქალაქის ვიწრო ქუჩები, შენობები, ბურანი ტყე) სუსტი სიგნალების გაძლიერება.
A-GPS არ მუშაობს ფიჭური კავშირგაბმულობისთვის მიუწვდენელ ზონაში. A-GPS-ის მოდულები სტარტისას იყენებენ მცირე ტრაფიკს (5-7 კბ); სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში როგორც წესი საჭიროაგანმეორებითი სინქრონიზაცია, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან განსაკუთრებით მაშინ როდესაც იმყოფებით როუმინგში.
იხილეთ აგრეთველიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|