A-ხაზოვანი დამწერლობა
A-ხაზოვანი დამწერლობა — დამწერლობის სისტემა, რომელსაც მინოსელები (კრეტელები) ჰიპოთეტური მინოსური ენის დასაწერად იყენებდნენ ძვ. წ. 1800-დან 1450 წლამდე. A-ხაზოვანით შესრულებული წარწერები გვხვდება კრეტის მრავალ დასახლებაში, ასევე ეგეოსის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე. ის არქეოლოგმა ართურ ევანზმა აღმოაჩინა. მიიჩნევა B-ხაზოვანი დამწერლობის წინამორბედად, რომელიც გამოიყენებოდა მიკენელების მიერ ძველი ბერძნული ენის დასაწერად. მეცნიერთა მცდელობების მიუღედავად დღემდე არცერთი A-ხაზოვანი ტექსტი არ არის გაშიფრული. A-ხაზოვანი მიეკუთვნება იმ დამწერლობების ჯგუფს, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდნენ ეგვიპტური და მესოპოტამიური სისტემებისგან. ძვ. წ. II ათასწლეულში არსებობდა ოთხი განშტოება: A-ხაზოვანი, B-ხაზოვანი, კვიპროსულ-მინოსური და კრეტული იეროგლიფური. 1950-იანებში B-ხაზოვანი გაიშიფრა როგორც მიკენური ბერძნული. B-ხაზოვანი იზიარებს ფონეტიკურ ექვივალენტებს A-ხაზოვანთან, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რომელ მარცვალს გადმოსცემდა A-ხაზოვანის ცალკეული ნიშნები. A-ხაზოვანის ნიშნები არ დასტურდება მისგან განვითარებულ დამწერლობის სისტემაში და ამდენად მათი ჟღერადობა უცნობია. A-ხაზოვანი დამწერლობა მარცვლოვანია. მასში გვხვდება 120 მარტივი ნიშანი, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან შერწყმულ შნისნებს ანუ ლიგატურებს, რომელთა რიცხვი 111-მდე აღწევს. ცნობილია ასევე რიცხვთა აღსანიშნავად გამოყენებული 28 ნიშანი. თვლის სისტემა ათობითია. იხილეთ აგრეთველიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სხვა კვლევები
სქოლიო
|