A Hard Day's Night
A Hard Day's Night (ინგლ. მძიმე დღის ღამე) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა დიდ ბრიტანეთში, 1964 წლის 10 ივლისს. ალბომის პირველი მხარე მოიცავს ჯგუფის მიერ ფილმისთვის „მძიმე დღის ღამე“ დაწერილ სიმღერებს. მეორე მხარეზე წარმოდგენილია სიმღერები, რომლებიც ფილმისთვის დაიწერა, მაგრამ მასში არ მოხვედრილა. ალბომის ამერიკული ვერსია გამოიცა ორი კვირის შემდეგ, 26 ივნისს, United Artists Records და სიმღერების სიით განსხვავდება. ისტორიაეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც მთლიანად ოთხტრეკიან მაგნიტოფონზე ჩაიწერა, რითაც სტუდიაში საშუალება ჰქონდათ, ხმის მიქსის დროს ვოკალი ცენტრში მოეთავსებინათ. წინა ორი ალბომისგან განსხვავებით A Hard Day's Night-ის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, რაც ასახავს ჯგუფში სიმღერების შექმნის შესაძლებლობების დახვეწას. ალბომში შეტანილია The Beatles-ის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის სასათაურო, რომელსაც ხსნის გამორჩეული, ცნობილი აკორდი[4] და მანამდე უკვე გამოსული „Can't Buy Me Love“. ორივე სიმღერა ატლანტიკის ორივე მხარეს ჯგუფის #1 ჰიტი იყო. A Hard Day's Night ჯგუფის პირველი ალბომია, რომელიც მთლიანად ორიგინალურ კომპოზიციებს მოიცავს და პირველი, რომელშიც ყველა სიმღერის ავტორები ლენონი–მაკ-კარტნი არიან.[5] ლენონი დომინირებადია, ვინაიდან ალბომის ცამეტი სიმღერიდან ცხრის ავტორია. ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი სიმღერაა „I'm Happy Just to Dance with You“,[6] ხოლო მაკ-კარტნის საავტოროა „And I Love Her“, „Can't Buy Me Love“ და „Things We Said Today“. Let It Be-სთან და Magical Mystery Tour-თან ერთად ეს ჯგუფის ის ალბომია, რომელშიც რინგო სტარი არ ასრულებს წამყვან ვოკალს. სესიების დროს ჩაიწერა „Matchbox“, რომელიც EP-ში Long Tall Sally მოხვდა. ალბომის სახელწოდების იდეა რინგო სტარის შემთხვევითი მიგნებაა.[7] Playboy-ში ლენონის 1980 წლის ინტერვიუში განმარტებულია: „შინ მანქანით მივდიოდი და დიკ ლესტერმა (ფილმის რეჟისორმა) შემოგვთავაზა სახელწოდება, მძიმე დღის ღამე, რაც რინგო სტარის ფრაზიდან გამომდინარეობდა. მანამდე წიგნში In His Own Write გამოვიყენე, მაგრამ ეს რინგოს ფრაზა იყო. ერთ-ერთი მალაპრომიზმი. რინგოიზმი, რაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სასაცილო. უბრალოდ ასე თქვა. ამიტომ დიკ ლესტერმა თქვა, რომ ამ სახელწოდებას გამოვიყენებდით.“[8] 2000 წელს Q-ს 100 ყველა დროის უდიდესი ბრიტანული ალბომის სიაში A Hard Day's Night #5 პოზიციას იკავებდა.[9] 2012 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #307 ადგილზე მოხვდა.[10] შეფასება
მუსიკალურად A Hard Day's Night ერიდება ჯგუფის წინა ალბომებში არსებულ როკ-ენ-როლის ქავერ-ვერსიების ტრადიციას და უფრო მეტად პოპულარული მუსიკის ჟღერადობისკენ იხრება.[18] Sputnikmusic-ის დეივ კონელი წერდა, რომ ალბომში არის „მოკლე, სიცოცხლით სავსე“ სიმღერები, სახასიათო მრავალდონიანი ვოკალებით, უშუალო მისამღერებით და მინიმალისტური ინსტრუმენტული მხარით.[20] According to Pitchfork Media-ს ტომ ევინგი აღნიშნავს, რომ როკ-ენ-როლის ქავერების ნაკლებობის გამო მსმენელი ჯგუფის ახალ ჟღერადობას აღიქვამს, როგორც მოდერნისტულს, აკორდების გამბედავი არჩევანით, მძლავრი ჰარმონიებით, გონებამახვილური გიტარით და ჩრდილოური ჰარმონიკით.[18] რობერტ კრისტგოუს აზრით, ლენონისა და მაკ-კარტნის სიმღერები „მუსიკალურად უფრო გაუმჯობესებული იყო“, ვიდრე მანამდე.[21] გავლენა კულტურაზემუსიკის კრიტიკოს რიჩი უნტერბერგერის თქმით, „ჯორჯ ჰარისონის ხმოვანი 12 სიმიანი ელექტროგიტარები განსაკუთრებით გავლენიანი იყო. ფილმის გავლენით The Byrds (რომელიც უფრო ხალხურ მუსიკას ასრულებდა) როკ-ენ-როლში გადავიდა, ხოლო The Beatles-მა 1965 წელს ფოლკ-როკის წარმატებას ხელი შეუწყო. The Beatles-ის წარმატებამ ამერიკის შეერთებული შტატებში გზა გაუხსნა როლინგ სტოუნზის, The Animals-ის და The Kinks-ის მუსიკას. შთაგონებული ამერიკული ჯგუფები Beau Brummels და Lovin' Spoonful უფრო მეტად პოპულარულები გახდნენ, რითაც ლენონისა და მაკ-კარტნის შემოქმედებას უნდა უმადლოდნენ“.[22] სხვა გამოცემები1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოვიდა CD-ზე მონო მიქსის სახით, სხვა ალბომებთან ერთად (Please Please Me, With the Beatles და Beatles for Sale.) მანამდე ამერიკის შეერთებული შტატებში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო ხელმისაწვდომი ბრიტანული 13 სიმღერიანი ვერსია, რომელიც 1987 წლის 21 ივლისს ოფიციალურად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე. სიმღერების „A Hard Day's Night“, „Can't Buy Me Love“ და „And I Love Her“ სტერეომიქსები 1993 წლის 1962–1966-ზე გამოვიდა. სხვა სიმღერების დიდი ნაწილი სტერეო ვერსიების სახით მხოლოდ 2004 წელს The Capitol Albums, Volume 1-ზე გამოჩნდა. 2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ალბომის რემასტერი და მთლიანი ჩანაწერი პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტერეოს სახით CD ფორმატში. იგი შეტანილია ბოქს-სეტშიThe Beatles Stereo Box Set. ბრიტანული ვერსიის მონო რემასტერი The Beatles in Mono-ში შეიტანეს.[23] სიმღერების სიათითქმის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი.
ჩარტები და სერტიფიცირებები
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა
ალბომის ამერიკული გამოცემა გამოვიდა 1964 წლის 26 ივნისს, ლეიბლზე United Artists Records, როგორც მონო, ასევე სტერეო ვერსიების სახით. ეს იყო The Beatles-ის მეოთხე ამერიკული გამოცემა. ალბომი მოხვდა Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე, სადაც 14 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც იმ წელს ნებისმიერი სხვა ალბომის წარმატებაზე გამარჯვება იყო.[41] ფილმის შვიდივე სიმღერა, ისევე, როგორც „I'll Cry Instead“, ალბომის პირველ მხარეზეა. უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის დაიწერა, უკანასკნელ წუთზე წყდება. ამერიკულ ვერსიაში აგრეთვე შეტანილია ლენონის და მაკ-კარტნის სიმღერების არანჟირებები, რომლებზეც ჯორჯ მარტინმა იმუშავა — „I Should Have Known Better“, „And I Love Her“, „Ringo's Theme“ და „A Hard Day's Night“. მას შემდეგ, რაც EMI-ს დაქვემდებარებაში United Artists Records გადავიდა, 1980 წლის აგვისტოში Capitol-ზე, ნომრით SW-11921 მისი ახალი ტირაჟი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სტერეო ვერსიაში ინსტრუმენტული ვერსიები ნამდვილ სტერეოში იყო წარმოდეგნილი, The Beatles-ის სიმღერები მონო ვერსიებისთვის სპეციალურად გადაამუშავეს ისე, რომ ხმის გადანაწილებით ჟღერდნენ, როგორც მონო ჩანაწერები. 1980 წლის გამოცემა იყენებს იგივე ძირითად ფირს, რაც United Artists-ის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოიპოვებოდა ორიგინალური სტერეო მიქსების ნაწილი. სიმღერების უმეტესობის ნამდვილი სტერეო ვერსიები Something New-ზე 1964 წლის ივლისში გამოსცეს. „Can't Buy Me Love“ და „I Should Have Known Better“ საბოლოოდ, სტერეო ვერსიების სახით გამოვიდა Apple Records-ის 1970 წლის კომპილაციაზე Hey Jude. სიმღერა „A Hard Day's Night“ სტერეოს სახით ამერიკის შეერთებული შტატებში კომპილაციამდე Reel Music (მარტი, 1982) არ გამოსულა. 2014 წელს მისი ვარიანტი გამოვიდა CD-ზე, ჯგუფის ბოქს-სეტში, რომელიც აღნიშნავს The Beatles-ის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის 50 წლისთავს. ამ CD-ზე ყველა სიმღერა წარმოდგენილია როგორც სტერეო, ასევე მონო მიქსების სახით. სიმღერების სია
ჩარტები და სერტიფიცირებები
პერსონალი
ლიტერატურარეკომენდებული ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|