დისკი სინამდვილეში გამოვიდა დაგეგმილთან შედარებით ორი თვის დაგვიანებით.[2] იგი გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში მოხვდა და ამ ქვეყანაში XXI საუკუნის ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის მერვე ადგილი დაიკავა.[3] BPI-სგან მას გადაეცა 9 გზის პლატინის სტატუსი ქვეყანაში გაყიდული 2.9 მილიონი დისკისთვის. მსოფლიო მასშტაბით იგი დღემდე 22 მილიონი ასლის სახით არის გაყიდული. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „In My Place“, „The Scientist“ და „Clocks“. „God Put a Smile upon Your Face“ ასევე გამოიცა და იყო საკმაოდ, მაგრამ წინა სინგლებთან შედარებით ნაკლებად პოპულარული.
A Rush of Blood to the Head კრიტიკოსების მიერ აღიარებული იქნა. ჯგუფმა მისთვის 2003 წელს მიიღო წლის ალტერნატიული ალბომის გრემი, ხოლო 2004 წელს - წლის ჩანაწერისთვის („Clocks“). 2012 წელს, Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში A Rush of Blood to the Head იკავებდა 466-ე ადგილს. 2013 წელს BBC Radio 2-ის მსმენელების გამოკითხვის საფუძველზე მას ყველა დროის საუკეთესო ალბომის სტატუსი მიენიჭა.[4]
2008 წელს Capitol-მა 180 გრამიან ფორმატში ალბომი გამოსცა გრამფირფიტაზე.
წარმოშობა და ჩაწერა
ალბომის ჩაწერა ჯგუფმა ლონდონში, 11 სექტემბრის ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.[1][5] Coldplay მანამდე ამ ქალაქში ხანგრძლივი დროით არ გაჩერებულა და, წარმატების გამო, მას მუდმივად აწუხებდნენ თაყვანისმცემლები. ამის გათვალისწინებით, კოლექტივი ლივერპულში გადავიდა, სადაც მანამდე Parachutes-ის რამდენიმე სიმღერაზე უმუშავია. ჯგუფის ლიდერი კრის მარტინი ამბობდა, რომ უკვე ლივერპულში, ჩაწერით დაინტერესებულებს[5], დაებადათ „In My Place“-ის იდეა. პირველი სიმღერა, რომელიც ალბომისთვის დაიწერა, სწორედ იგი იყო და სწორედ ის გამოსცეს პირველი სინგლის სახით: „ვინაიდან ამ სიმღერამ ჩაგვაწერინა მეორე ალბომი. კვლავ არსებობის საშუალება მოგვცა და დაგვარწმუნა, რომ სიმღერების წერა კვლავ შეგვეძლო.“ Coldplay ამასთან იხსენებდა, რომ Parachutes-ის ჩაწერიდან სამი თვის განმავლობაში არ იცოდნენ, თუ რა მიმართულებას გაჰყვებოდნენ.[5]
ალბომისთვის დაიწერა ოცზე მეტი სიმღერა, მათ შორის - „In My Place“ და „Animals“, რომელიც კონცერტებზე იყო წარდგენილი.[1][6] ალბომის სახელწოდება ცნობილი გახდა ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით.[7]
ლივერპულში სესიების დროს კრის მარტინი და გიტარისტი ჯონი ბაკლენდი სხვა წევრებისგან ცალკე მუშაობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას, ხოლო იდეებს გარი ბერიმენს და უილ ჩემპიონს წარუდგენდნენ ორშაბათობით.[5]A Rush of Blood to the Head თითქმის დასრულებული იყო, როდესაც მარტინმა სტუდიაში პიანინოზე შემთხვევით აკრიფა მელოდია, რომელიც შემდგომში იქცა „Clocks“-ის ძირითად თემად. ვინაიდან სიმღერის ალბომის შეტანა უკვე გვიანი იყო, მათ დემო-ვერსია ჩაწერეს და „Clocks“ ცალკე დისკზე შეიტანეს, რომელსაც დააწერეს „Songs for #3“. ეს ნიშნავდა, რომ „Clocks“ განკუთვნილი იყო მესამე ალბომში შესატანად.[2][8]
2002 წლის ივნისისთვის მუშაობა ალბომზე დასრულებული იყო, მაგრამ შედეგით კოლექტივი უკმაყოფილო ჩანდა და შეუთანხმდა ლეიბლს, რომ ალბომს მხოლოდ მაშინ გადასცემდა, როდესაც მოიწონებდა საბოლოო ვერსიას.[2][8] რამდენიმე სიმღერა ამოიღეს, ვინაიდან ყველა ჟღერდა ისე, თითქოს აღებული იყო Parachutes-იდან. მარტინი ამბობდა, რომ ასე არ იქნებოდა საინტერესო: „ყოველივეს წარმოაჩენდა ისე, თითქოს მოგვწონს მიღწეული და სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვითარება და საკუთარი თავის, როგორც მუსიკოსების, დახვეწა“. ასეთი ამბიციებით Coldplay უფრო იძაბებოდა: „ხოლმე სესიები ჩერდებოდა, ვინაიდან რომელიმე წევრი აცხადებდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა.“[9]
2002 წელს ისინი გლასტონბერის ფესტივალზე წამყვანი შემსრულებლის სახით გამოვიდნენ, შემდეგ კი დაუბრუნდნენ „Songs for #3“-ის მასალას. მენეჯერმა ფილ ჰარვიმ მოისმინა „Clocks“ და ოთხეულს შესთავაზა მასზე მუშაობის გაგრძელება: „არა, ეს სიმღერა უნდა ჩაწეროთ, ვინაიდან ტექსტში საუბრობთ გადაუდებლობაზე და ამავე დროს მეუბნებით, რომ სიმღერა უნდა გადავდოთ, რაც წარმოუდგენელია.“[2][8]
ალბომის ერთ-ერთი სიმღერაა „Politik“, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოს ანარეკლია და ასახავს ჯგუფის პოზიციიდან სიცოცხლის და საზოგადოების ხედვას. ალბომის მრავალი სიმღერა გადაუდებლობას ეხება. მარტინი ამბობდა, რომ წინა ალბომის სიმღერა უფრო მშვიდი იყო, ვინაიდან მშვიდი განწყობით იწერებოდა. „შესაძლოა, ახალ სიმღერებში უფრო მეტია გადაუდებლობის თემა. ყოველივე წარმოიშვა იმ ადგილებიდან გამომდინარე, რომლებიც ვნახეთ და იქიდან, თუ რა გადაგხვდა თავს“. გადაუდებლობის თემაზე საუბრისას მარტინი ასევე განმარტავდა ალბომის სახელწოდებას და ამბობდა, რომ იგი „რამის იმპულსურად კეთებას ნიშნავს“.[9]
რამდენიმე სიმღერა ამ ალბომზე ეხება სიყვარულს და ურთიერთობას. ისინი ნამდვილ ფაქტებს ეფუძნებიან, მაგრამ, მარტინის თქმით, ისინი დაწერა გამოგონილი თემების თანდართვით: „სიმღერები ზღაპრების მსგავსია. მათ აქვთ დასაწყისი და დასასრული და შეგიძლია ერთმანეთს დაუკავშირო. ნამდვილ ცხოვრებაში ასე არ ხდება“.[5]
ალბომში შეტანილ ბალადებსა და აკუსტიკურ სიმღერებში არის დიდი რაოდენობით გიტარა თუ პიანინო. U2-ს მსგავსი „ეპიკური როკი“ ჟღერს „Politik“-ში, „Clocks“ პიანინოზეა აგებული, „A Whisper“-ში ისმის ხმაურიანი გიტარები, ხოლო „Warning Sign“ Crowded House-ის სიმღერების მსგავსია და ყოველივე ეს ჯგუფის მუსიკალურ დიაპაზონს აფართოებს.[10] მარტინის თქმით, ალბომის სასათაურო კომპოზიცია არის მიძღვნა ჯონი კეშისადმი, რომელსაც უწოდებდა „უდიდეს გიტარებიან მამაკაცებს შორის“ ერთ-ერთს.[11] ეს სიმღერა აგრეთვე ცხოვრებაში ამა თუ იმ დაეჭვებას ეხება.[12]
კრისი აგრეთვე ამბობდა, რომ „Green Eyes“ ეძღვნება ორ ადამიანს - „ამერიკელ მეგობარს“ და ჯონი ბაკლენდს.[13]
გარეკანი
ალბომის გარეკანის ავტორია ფოტოგრაფი სოლვე სუნდსბო. 1990-იანებში მან, ჟურნალ „Dazed & Confused“-ის დაკვეთით შექმნა სურათი, რომელსაც ექნებოდა „ტექნოლოგიური სახე და იქნებოდა მთლიანად თეთრი“. მან სცადა ორიგინალური სურათის შექმნა და ამისთვის სამგანზომილებიანი სკანერი გამოიყენა.[14]
პირველ მოდელს, რომელიც გამოსახულია გარეკანზე, თეთრი გრიმი დაამატეს, ხოლო მეორეს ჩააცვეს ტვილის სამოსი. კომპიუტერმა ფერები სწორად ვერ დაამუშავა, ამიტომ გრაფიკა ჩაანაცვლა წვეტებით, ხოლო თავი გამოვიდა გახლეჩილი, ვინაიდან აპარატმა აღიქვა გამოსახულების მხოლოდ 30 პროცენტი. ჟურნალის რედაქტორს ასეთი შედეგი მოეწონა და იგი ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა. მარტინს ნანახი ჰქონდა ნამუშევარი და იგი სუნდსბოს თავად დაუკავშირდა და სთხოვა გამოსახულების გამოყენების ნებართვა. სინგლებისთვის ფოტოგრაფმა დაასკანერა ჯგუფის წევრების თავებიც და შემდგომში Coldplay Live 2003-ის გარეკანზეც იმუშავა).[14]
ალბომის ბუკლეტში შეტანილია მხოლოდ ორი ფოტოსურათი. ერთ-ერთი გადაღებულია ადგილზე, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, იყო ტყე, ხოლო მეორეზე ჯგუფი ხმისჩამწერ სტუდიაში ზის. სამეფო ფოსტამ წლების შემდეგ გარეკანი გამოიყენა საფოსტო მარკების სერიაში, რომელიც ეძღვნებოდა ალბომების კლასიკურ ყდებს.[15]
გამოსვლისთანავე A Rush of Blood to the Head-მა მიიღო კრიტიკოსების ძირითადად დადებითი შეფასებები. მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე ამჟამად საშუალო ქულები შეადგენს 80-ს, დაფუძნებული 25 მიმოხილვაზე.[27] ბევრის აზრით, ალბომი Parachutes-ზე უფრო მაღლა დგას.[16]ალექსის პეტრიდისი (The Guardian) წერდა, რომ ჯგუფის ახალი „თვითდაჯერებულობა ყველგან იგრძნობა...Parachutes-ის მორცხვობა აღარსად არის“. მისივე აზრით, იგი „ჟღერს, როგორც ალბომი, რომელიც მზად არის, მსოფლიო დაიპყროს.“[20]
კელეფა სანე (The New York Times) დისკს დადებით შეფასებას აძლევდა, წერდა რა, რომ იგი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი იყო და აღწერდა მას, როგორც „წინასთან შედარებით უფრო ღრმას, უცნაურს და მიმზიდველს“.[28]Rolling Stone-ის რობ შეფილდი წერდა: „A Rush of Blood to the Head არის უფრო საჭირბოროტო, ბასრი, მთლიანად გასაოცარი ალბომი“, დაამატა რა, რომ „თუკი Parachutes მგრძნობიარე ბიჭუნას მოუქნელი დღიური იყო, A Rush of Blood ჟღერს, როგორც ჯგუფი, რომელიც ბედავს საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას.“[24] ტედ კესლერი (NME) ალბომს აქებდა, უწოდებდა რა „გამორჩეული ბუნებრივი მშვენიერების, ორგანულ, ერთიან ნამუშევარს“. მაკ-კენზი უილსონი (AllMusic) ეხმაურება ამ კომენტარს და წერს, რომ იგი „ძლიერი ალბომია“. უილსონი, რომელიც აღფრთოვანებულია მარტინის დახვეწილი ფალცეტოთი, კოხტა „აბეზარი მიწოდებით“ და ბაკლენდის „ეშხიანი გიტარით“, აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ჯერ ახალგაზრდები არიან, მათ შესანიშნავი ალბომი შექმნეს.[17] ემა პირსი (The Village Voice) იგივე განწყობით წერს, ამბობს რა, რომ Parachutes-თან შედარებით ალბომი „უფრო ბასრი, ტრანსული და მოსაუბრე“ არის.[29]რობერტ კრისტგოუმ დისკი აღნიშნა საპატიო ერთი ვარსკვლავით და წერდა: „აბა, მწვანე თვალებმა მოისროლონ და მერე ვნახავთ, სიცარიელეში რამდენი ხანი იმღერებს“ (მინიშნება სიმღერაზე „Green Eyes“)[30].
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრის მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.
↑The Oracle. (18 December 2008) The Oracle: "December 18, 2008. Coldplay.com: The Oracle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2012. ციტირების თარიღი: 20 February 2012.
↑Pearse, Emma. (17 September 2002) New Shapes and Colors. The Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 December 2004. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
↑სტივენ ჰანგი. (6 მარტი 2009) ჰოლანდიის ალბომების ჩარტი. Dutchcharts.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
↑სტივენ ჰანგი. (25 დეკემბერი 2009) შვედეთის ალბომების ჩარტი. Swedishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.