About Face (ალბომი)
About Face — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის მეორე სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წლის მარტში. ალბომის პროდიუსერები არიან დეივიდ გილმორი და ბობ ეზრინი. ორი სიმღერა ერთობლივად დაიწერა პიტ ტაუნსენდისა და დეივიდ გილმორის მიერ, ყველა დანარჩენი სიმღერის ავტორია გილმორი. ისტორიაალბომი ჩაიწერა საფრანგეთში, ხმის ინჟინრის ენდრიუ ჯექსონის დახმარებით, იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდის ბედი უცნობი იყო. ალბომის ხმის მიქსი შეასრულა ჯეიმზ გათრიმ, სტუდიაში მაისიfair (ლონდონი). ალბომზე უკრავენ ცნობილი მუსიკოსები: ჯეფ პორკარო, პინო პალადინო, ჯონ ლორდი და სტივ უინვუდი. 2006 წელს, გადაცემაში In the Studio with Redbeard, რომელიც მიეძღვნა დეივიდის ალბომს On an Island, გილმორმა აღნიშნა: „რომ გადავხედოთ ამ ალბომს, დავინახავთ, რომ იქ ბევრი კარგი ადგილია, მაგრამ მისი მთლიანი განწყობა, რომელიც 1980-იანი წლების სტილის მატარებელია, ჩემთვის მეტისმეტია“. ალბომში შესული მუსიკის ნაწილი ჟღერს დისკოს სტილში, განსაკუთრებით ეს ეხება სიმღერას Blue Light (მოგვიანებით, ამ სიმღერის რემიქსი შეასრულა ფრანსუა კევორკიანმა). ეს უკანასკნელი პინკ ფლოიდის თაყვანისმცემლების ჟურნალის The Amazing Pudding მკითხველებმა დაასახელეს პინკ ფლოიდის რომელიმე წევრის ყველაზე ცუდ სოლო სიმღერად. ამერიკული რადიოსადგურებისათვის პრომო-სინგლების სახით გამოიცა სამი სიმღერა - Love on the Air, All Lovers Are Deranged და Murder. ბრიტანეთში ალბომი მოხვდა ჩარტების #21 ადგილზე, ხოლო აშშ-ში — #32 ადგილზე. 2006 წლის 14 აგვისტოს კომპანიამ EMI ალბომი გამოუშვა განახლებული ჟღერადობით. აშშ-სა და კანადაში იგი გამოიცა იმავე წლის 12 სექტემბერს. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორი — დეივიდ გილმორი, გარდა მითითებულისა.
შენიშვნა: 2006 წლის რემასტერში სიმღერების Until We Sleep და Near the End ხანგრძლივობაა 5:20 და 5:50. სხვა მასალაალბომისთვის დაიწერა კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც მასში არ შეიტანეს. მისი სხვადასხვა ვერსიები შექმნეს როი ჰარპერმა და პიტ ტაუნსენდმა. ჰარპერმა თავისი ვერსია, სახელწოდებით Hope გამოიყენა საკუთარ, 1985 წლის ალბომში Whatever Happened to Jugula? (რომელიც ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერა). ტაუნსენდმა იგივე სიმღერა, ოღონდ სახელით White City Fighting საკუთარ სოლო ალბომში White City: A Novel (1984) შეიტანა. გარეკანიგარეკანზე გამოსახულია დეივიდ გილმორის სახე. გარეკანის ერთ-ერთ ნაწილზე დაბეჭდილია Fleudian slip. სტორმ თორგერსონი, გარეკანის ავტორი:
თორგერსონი ალბომის გაფორმებაზე მუშაობდა ფსევდონიმით sTd, ვინაიდან როჯერ უოტერსმა იგი დააშორა პინკ ფლოიდთან დაკავშირებულ საქმიანობას. პერსონალი
ჩარტებიალბომი — ბილბორდი (აშშ)
სინგლები — ბილბორდი (აშშ)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|