F/A-18 Hornet
McDonnell Douglas (ახლა უკვე Boeing) F/A-18 Hornet (ინგლ. Hornet - კრაზანა) — ორ ძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მეტეოპირობებშია შესაძლებელი. F/A-18 დაპროექტებულია როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად (აბრევიატურაში F/A — A ნიშნავს Attack, მოიერიშე, ხოლო F - Fighter, გამანადგურებელი). დღემდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ამ თვითმფრინავს ავიამზიდებზე იყენებს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საპილოტაჟო ჯგუფი „ლურჯი ანგელოზები“ 1986 წლიდან ამ თვითმფინავებით დაფრინავს. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სპარსეთის ყურის ომში 1990-1991 წლებში. იგი ანადგურებდა მტრის თვითმფინავებს და ბომბავდა სამიზნეებს. 2002 წელს უფრო მოწინავე F/A-18E/F Super Hornet შევიდა ექსპლუატაციაში. პირველი ავიამზიდი, რომელმაც ახალი თვითმფრინავი მიიღო, „აბრაამ ლინკოლნი“ იყო. ის უფრო დიდია, აქვს უფრო ძლიერი ძრავები და უფრო მრავალდეროვანი შეიარაღება. 2003 წელს Super Hornet-მა მონაწილეობა მიიღო ერაყის ომისთვის მზადებაში. F/A-18 მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრავალმიზნობრივი თვითმფრინავია. ლიტერატურა
სქოლიო
|