Nike
Nike, Inc. — ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც აწარმოებს სპორტულ ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებსა და სხვადასხვა ინვენტარებს. შტაბ-ბინა მდებარეობს ბივერტონში, ორეგონის შტატი. Nike მსოფლიოში არის სპორტული სამოსელის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი[3], რომლის წლიური ბრუნვა 2015 წლის მონაცემით შეადგენდა $30,601 მილარდს და 2015 წელს, მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა 62,000-ზე მეტი თანამშრომელი. 2014 წელს ბრენდი შეფასებული იქნა 19 მილიარდ დოლარად და ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ სავაჭრო მარკად სპორტულ ინდუსტრიაში[4]. კომპანია Nike დააარსეს ბილ ბოუერმანმა და ფილ ნაიტმა 1964 წლის 25 იანვარს[1]. მისი თავდაპირველი სახელი იყო Blue Ribbon Sports, ხოლო ოფიციალურად Nike დაერქვა 1971 წლის 30 მაისს[5][6][7]. გარდა იმისა, რომ ნაიკი აწარმოებს სპორტულ სამოსელს, იგი ასევე ასპონსორებს სხვადასხვა სპორტსმენებსა და სპორტულ გუნდებს. ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|