Smite
SMITE — ონლაინ ვიდეო თამაში, შექმნილი Hi-Rez Studios მიერ, Microsoft Windows-ის, PlayStation 4-ის და Xbox One–ის თვის. Smite-ში მოთამაშე ირჩევს ერთ გმირს ან ღმერთს ბერძნული, ეგვიპტური, რომაული, ინდური, სკანდინავიური, ჩინური, იაპონური ან მეზოამერიკული მითოლოგიიდან და იწყებს არენაზე ბრძოლას. თამაშის პროცესიმოთამაშეები ირჩევენ არენას, მოედანს სადაც გაიმართება ბრძოლა, ამის შემდეგ აირჩევენ გმირს ან ღმერთს, სხვადასხვა მითოლოგიიდან, რომლითაც ჩაერთვებიან ბრძოლაში, არჩეულ არენაზე. იქმნება ორი დაპირისპირბული ჯგუფი. ყოველ მოთამაშეს თამაშის დაწყებისას ეძლევა ოქრო (ჩვეულებრივ 1,500) რომ იყიდოს საწყისი ნივთები, რომლებიც აძლიერებენ არჩეული ღმერთის შესაძლებლობებს. მოთამაშის მიზანია გაანადგუროს მტრის კოშკები, ფენიქსები და ბოლოს ტიტანი, ჯგუფი, რომელიც მტრის ტიტანს გაანადგურებს გამარჯვებული გახდება. მოთმაშე რომელიც თამაშს დატოვებს ავტომატურად დეზერტირი ხდება და რამდენიმე საათით ეზღუდება თამაშის შესაძლებლობა. თამაშის დროს ხელმისაწვდომია საერთო ხმოვანი და ბეჭდური ჩათი ჯგუფის წევრებისათვის. კრიტიკოსების შეფასება
გამოსვლის შემდეგ თამაშმა მიიღო საკმაოდ კარგი შეფასება კრიტიკოსებისგან. [5][6][3][1] თამაში ფლობს 83 ქულას Metacritic–ზე[3] და 87.62%–ს GameRankings–ზე,[1] რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|