ბიანკა მონფერატელი
ბიანკა მონფერატელი (იტალ. Bianca di Monferrato; დ. 1472 — გ. 30 მარტი, 1519) — მონფერატოს მარკიზის ასული. სავოიის ჰერცოგინია, კვიპროსის, სომხეთისა და იერუსალიმის ტიტულარული დედოფალი 1485-1490 წლებში როგორც კარლო I-ის მეუღლე. ჰერცოგ კარლო II-ის დედა და მისი რეგენტი 1490-1496 წლებში. ბიოგრაფიაბიანკა დაიბადა 1472 წელს. იგი იყო მონფერატოს მარკიზ გულიელმო VIII-ისა და მისი მეორე ცოლის, ელიზაბეტა სფორცას უფროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და, ჯოვანა ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ დედამისი იყო მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I სფორცასა და ბიანკა მარია ვისკონტის ქალიშვილი, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. მეორე ქალიშვილის გაჩენიდან მალევე, 17 წლის ელიზაბეტა გარდაიცვალა, რა დროსაც ბიანკა ჯერ ერთი წლისაც არ იყო. ამის გამო მარკიზი გულიელმო მესამედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან ბერნარდა დე ბროსზე. 1485 წლის 1 აპრილს ბიანკა მიათხოვეს სავოიის ჰერცოგ კარლო I-ს, რომელთანაც ხუთწლიანი ქორწინებიდან ხუთი შვილი შეეძინა:
1490 წლის 13 მარტს ბიანკას მეუღლე, ჰერცოგი კარლო I გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი მათმა ჩვილმა ვაჟმა, კარლო II-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც თავად ბიანკა გახდა. იგი სავოიას ამ სტატუსით ექვსი წლის მანძილზე, ანუ თავისი ვაჟის გარდაცვალებამდე მართავდა. მას შემდეგ, რაც კარლო II ექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა, ტახტი ბიანკას ქმრის ბიძამ, ფილიპო II-მ დაიკავა. იგი სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, ფილიბერტო II-მ დაიკავა, რომელმაც ცოლად ბიანკას ქალიშვილი, იოლანდა ლუიზა შეირთო, რომელიც ამ ამბიდან ორ წელიწადში, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი დარჩენილი ცხოვრება ბიანკამ ჩრდილში, ტურინის სამეფო კარზე გაატარა. 1518 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მალევე მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც 1519 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. მისივე ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს კარინიანოში, წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში. ლიტერატურა
|