Share to:

 

ვეჯინის განძი

ვეჯინის განძი

ვეჯინის განძითამარ მეფისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტების განძი, სულ 2759 ცალი, აქედან 2656 ცალი თარიღიანია, 103 ცალი უთარიღოა, ნაპოვნია 1924 წელს სოფ. ვეჯინში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). მონეტების შუბლზე ოთხსტრიქონიანი არაბული წარწერაა: დედოფალი დედოფალთა, შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემლისა. ზურგზე: თამარისა და დავითის დაქარაგმებული სახელები და მოჭრის თარიღი ქორონიკონით 420 (1200). უთარიღო მონეტები კი მოჭრილი უნდა იყოს თამარისა და დავითის შეუღლებიდან (1189-იდან) დავითის გარდაცვალებამდე (1207).

ლიტერატურა

  • ლომოური თ., თამარის ფულების განძი, «თსუ შრომები», 1936, ტ. 1.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya