იტალიის სერია A
იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს. იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (36 ტიტული), „ინტერის“ (20) და „მილანის“ (19) სახით[1]. მოქმედი ჩემპიონია „მილანი“. უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს[2]. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22 644 ადამიანი[3]. ისტორიასერია A-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც ტურნირი 36-ჯერ მოიგო. იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004–05, 2005–06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს, ცნობილი სკანდალის – კალჩოპოლის გამო. იუვენტუსის შემდეგ სკუდეტოების რაოდენობით მოდიან მილანური გრანდები – მილანი და ინტერი, რომლებმაც 19–19-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი. ათჯერ ჩემპიონობის შემთხვევაში, გუნდს უფლება ეძლევა კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი. ამგვარად იუვენტუსი ფლობს 3 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს. ფორმატიისტორიის მანძილზე, სერია A ძირითადად 16 ან 18 გუნდისგან შედგებოდა. 2004–05 წლების სეზონიდან ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას. სერია A-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან–1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონული პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია A-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა. 1929–34: 18 კლუბი 1934–42: 16 კლუბი 1942–46: 18 კლუბი 1946–47: 20 კლუბი 1947–48: 21 კლუბი 1948–52: 20 კლუბი 1952–67: 18 კლუბი 1967–88: 16 კლუბი 1988–2004: 18 კლუბი 2004–დღემდე: 20 კლუბი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში და მეორე 19-ს მეორეში). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია. კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების დაგროვების შემთხვევაში, კლუბი გამოცხადდება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში – სერია B-ში. სერია A-ს პირველი 3 კლუბი, უფლებას იღებს მონაწილეობა მიიღოს მომავალი წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 2 კლუბი პირდაპირ ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მესამე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან, სადაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა ქვეყნის კლუბთან. მე-4 და მე-5 ადგილების დაკავების შემთხვევაში, კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს უეფა-ს ევროპა ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის გამარჯვებულმა უკვე გაიარა კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპა ლიგის გათამაშებებში, მაშინ მესამე საგზურის მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული კლუბი. ჩემპიონები
ბომბარდირები სეზონების მიხედვითრეკორდებიყველაზე მეტი გოლი
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|