Share to:

 

მესეფენი

მესეფენიქართული მითოლოგიური პანთეონის გმირები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ ტომთა წარმოდგენით, მესეფობის პერიოდში (28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ძველი სტილით) ამოდიან ზღვიდან. მათზეა დამოკიდებული თევზისა და ნადირთ სიმრავლე, ამინდის ცვალებადობა და სხვა. ნადირი მფარველი მესეფენი მართავენ ღრეობებს, ჭამენ და კვლავ აცოცხლებენ ნადირს. მონადირეებს მხოლოდ მათ მიერ შეჭმული და გაცოცხლებული ნადირი ერგება. ტერმინი „მესეფე“ გამრიგებელს, მეუფეს უნდა ნიშნავდეს.

ლიტერატურა

  • ვირსალაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 598.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 126-127, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1960;
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya