მძინარე მზეთუნახავი (1959 წლის ფილმი)
მძინარე მზეთუნახავი (ინგლ. Sleeping Beauty) — Walt Disney Productions-ის 1959 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Distribution-ის დისტრიბუციით. დისნეის ამ, მეთექვსმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი ეფუძნება შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპარს, ხოლო მუსიკალური მხარე - პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტს. ფილმამდე „პატარა ქალთევზა“ უოლტ დისნეის სტუდიებს ზღაპრის ეკრანიზაციაზე აღარ უმუშავია. „მძინარე მზეთუნახავი“ პირველი ანიმაციური ფილმია, რომელიც ფართო ეკრანის Super Technirama 70 ტექნოლოგიით შეიქმნა, ისევე, როგორც მეორე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც ფართო ფორმატის ანამორფული ეკრანებისთვის მომზადდა, „ლედი და მაწანწალას“ შემდეგ. პირველი ჩვენებების დროს იგი Super Technirama 70-ით და ექვსარხიანი სტერეო ჟღერადობით გადიოდა. სიმღერებისაუნდტრეკი (CD) ფილმში გაჟღერებული მუსიკა ძირითადად ეფუძნება პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკას, რომელსაც სხვადასხვა შემთხვევაში, ტექსტიც ერთვის.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|