პოტსდამიპოტსდამი (გერმ. Potsdam) — ქალაქი გერმანიაში, ქვეყნის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ქალაქი პირდაპირ ესაზღვრება გერმანიის დედაქალაქ ბერლინს და არის ბერლინ-ბრანდენბურგის მიტროპოლიტი რეგიონის ნაწილი. მდებარეობს მდინარე ჰაფელზე, ბერლინის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრის მოშორებით. პოტსდამი, 1918 წლამდე პრუსიის მეფეებისა და გერმანელი კაიზერების რეზიდენცია იყო. ქალაქის დაგეგმარება განმანათლებლობის ეპოქის ხორცშესხმა იყო: პოტსდამის არქიტექტურისა და ლანდშაფტის ფრთხილი ბალანსი, ქალაქს „თვალწარმტაც, პასტორალურ ოცნებად“ აქცევს, რომელიც ახსენებს თავის მაცხოვრებლებს ბუნებასთან და გონებასთან ურთიერთობას.[3] ქალაქის გარშემო მდებარეობს ერთმანეთთან დაკავშირებული ტბები და კულტურული ღირშესანიშნაობები, კერძოდ, გერმანიის უმსხვილესი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სანსუსის სასახლეები და პარკები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს პოტსდამის კონფერენცია აქ, ცეცილიენჰოფის სასახლეში ჩატარდა. ბაბელსბერგის რაიონი, რომელიც პოტსდამის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 1930-იან წლებამდე კინოწარმოების ძირითადი სტუდია იყო და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპის კინემატოგრაფიის მთავარი ცენტრის სტატუსით სარგებლობს. ბაბელსბერგის კინოსტუდია მსოფლიოს უძველესი ფართომასშტაბიანი კინოსტუდიაა. პოტსდამი XIX საუკუნეში გერმანიის სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. დღეს ქალაქში სამი საჯარო კოლეჯი, პოტსდამის უნივერსიტეტი და 30-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი მოქმედებს. ეტიმოლოგიასახელწოდება „პოტსდამი“, როგორც ჩანს, თავდაპირველად „პოზტუპიმი“ (Poztupimi) იყო. საერთო თეორიის მიხედვით, ტერმინი ძველი დასავლური სლავურიდან გამომდინარეობს, რაც „მუხის ქვეშ“-ს ნიშნავს,[4] ანუ პოდ დუბმი/დუბიმი (pod dubmi/dubimi), სადაც პოდ — „ქვეშ“-ს, ხოლო დუბი — „მუხა“-ს ნიშნავს. თუმცა, ამ განმარტების მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს.[5] გეოგრაფიასივრცე ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, რამდენიმე დიდი მორენით ჩამოყალიბდა. დღეს, ქალაქის 3/4 ნაწილი მწვანე ზონას წარმოადგენს, მხოლოდ 1/4 ნაწილი წარმოადგენს ურბანულ ტერიტორიას. პოტსდამისა და მის გარეშემო დაახლოებით 20 ტბა და მდინარეა, როგორიცაა ჰაფელი, გრიბნიცზე, ტემპლინერის ზღვა, ტიეფერის ზღვა, იუნგფერნზე, ტელტოვის არხი (ტელტოვკანალი), ჰეილიგერი და ზაკროვერის ზღვა. ქალაქის უმაღლესი წერტილი 114 მეტრის სიმაღლის კლეინერ რავენსბერგია (გერმ. Kleiner Ravensberg). დაყოფაპოტსდამი იყოფა შვიდ ისტორიულ ქალაქად (Bezirke; ბეზირკედ) და ცხრა ახალ Stadtteile-დ (სოფლად), რომელიც ქალაქს 2003 წელს შეუერთდა. ქალაქის კვარტლების იერსახე საკმაოდ განსხვავებულია. ჩრდილოეთით და ცენტრში მდებარე კვარტლები ძირითადად ისტორიული ნაგებობებისგან შედგება, ქალაქის სამხრეთი კვარტლებში კი ახალი შენობა-ნაგებობები დომინირებს. ქალაქი პოტსდამი დაყოფილია 34 Stadtteile-ად (ან კვარტალად),[6] რომლებიც დამატებით იყოფა 84 სტატისტიკურ ბეზირკებად (გერმ. Bezirke). დღეისთვის შესაძლებელია ქალაქის ძველი ნაწილის ამოცნობა (ქალაქის ისტორიული ნაწილი და დასახლებული ნაწილი, რომელიც 1939 წლამდე აშენდა) — ესაა ქალაქის ცენტრი, დასავლეთი და ჩრდილოეთი გარეუბნები, ბორნიმი, ბორნსტედტი, ნედლიცი, სამხრეთი პოტსდამი, ბაბელსბერგი, დრევიცი, სტერნი და კირხსტეიგფილდი, და ის თემები, რომლებიც 2003 წლამდე Stadtteile-ად ითვლებოდნენ და 1990 წლიდან შეუერთდნენ ქალაქს, ესენია — ეიხე, ფარლენდი, გოლმი, გროს-გლიენიხი, გრუბე, მარკარდტი, ნეუ-ფარლენდი, საცკორნი და უეც-პაარენი.[7] ახალი Stadtteile-ი ძირითადად მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით. სტრუქტურა სტატისტიკური ნუმერაციით:[8]
კლიმატიოფიციალურად კლიმატი ოკეანურია, რომელიც უფრო ვარდება სანაპიროდან მოშორებით და აღმოსავლეთისკენ (კიოპენი: Cfb),[9] მაგრამ 1961-1990 წლების ნორმალური და 0 °C იზოთერმის მიხედვით, ქალაქს ნოტიო კონტინენტური კლიმატი (Dfb) გააჩნია, რომელიც ასევე გვიჩვენებს კონტინენტის უმნიშვნელო გავლენ, რაზეც ძირითადად გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანე. დაბალი ტემპერატურა თითქმის ზამთრის მთელ სეზონზე იწვევს ხშირ თოვლს და ცივ ზამთარს, მაგრამ არა ხისტ ზამთარს, როგორც შიდა რაიონებს ჩვევია. ზაფხული ასევე შედარებით თბილია, ტემპერატურა 23-დან 24 °C-მდე მერყეობს. ზამთრის საშუალო მაღალი ტემპერატურაა 3.5 °C, დაბალი -1.7 °C. თოვლი მარტო ზამთარის პერიოდში მოდის. გაზაფხული და შემოდგომა მოკლეა. ზაფხული ზომიერია, მაღალი ტემპერატურით 23.6 °C და დაბალით 12.7 °C.
ისტორიაადრეული ისტორიაპოტსდამის გარშემო მდებარე ტერიტორია გვიჩვენებს იმის ნიშანს, რომ ეს ტერიტორია ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული იყო და წარმოადგენდა მაგნა გერმანიის ნაწილს, როგორც ეს აღწერა ტაციტუსმა. გერმანელი ხალხის დიდი გადასახლების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე სლავები გადმოინაცვლეს და პოტსდამი სავარაუდოდ VII საუკუნეში დაარსდა, როგორც ჰეველილების ტომის დასახლება, ცენტრით ციხესიმაგრეში. პირველად ქალაქი 993 წლის დოკუმენტში აღინიშნა, როგორც პოზტუპიმი, როდესაც იმპერატორმა ოტო III-მ ეს ტერიტორია ქვედლინბურგის სააბათოს უბოძა, შემდეგ რომლის სათავეში დეიდამისი მატილდა ჩაუდგა.[5] 1317 წლისთვის ტერიტორია პატარა ქალაქად აღინიშნა. 1345 წელს, ტერიტორიამ მოიპოვა მუნიციპალური ქალაქის წოდება. 1573 წელს, ტერიტორია პატარა საბაზარო ქალაქად აღინიშნა, 2 000 მოსახლით. ადრეული თანამედროვე ეპოქალიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|