უსაფრთხოების S-ფრაზები (მითითებები უსაფრთხოების მხრივ, S-ფრაზები; ინგლ. Safety Statements, S statements, S numbers, S phrases, S sentences) — ჩვეულებრივი, სტანდარტული უსაფრთხოების მითითებები საშიშ ნივთიერებებთან მუშაობისას, დადგენილი დირექტივის - 67/548/EEC «კანონების შეთანხმება, საშიშ ნივთიერებებისათვის მიწერილ და ადმინისტრაციულ დებულებების კლასიფიკაციისა, შეფუთვისა და მარკირების მიმართებაში».[1] IV დამატებაში, რისკის ფაქტორების სია გამოიცა ევროკავშირის დირექტივაში
ეს სია გამოიცა ევროპის დირექტივაშიც 2001/59/EC.[2]
S-ფრაზების შემუშავებისა და ინტერპრეტაციის წესები
იხ. ასევე უსაფრთხოების მითითებები R/S.
S-ფრაზების სია
(ფრაზები, რომლებიც შეესაბამებიან გამოტოვებულ ნომერებს, იყვნენ გაუქმებულნი ან ჩართული იქნენ სხვა ფრაზებში)
ფრაზის კოდი
|
ფრაზის განმარტება
|
S1 |
ჩაკეტილი შენახვა
|
S2 |
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
|
S3 |
შეინახეთ ცივ ადგილას
|
S4 |
შეინახეთ საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით
|
S5 |
შეინახეთ შიგთავსი … (შესაბამის სითხეს მიუთითებს მწარმოებელი)
|
S6 |
შეინახეთ … (ინერტული აირს მიუთითებს მწარმოებელი)
|
S7 |
დაიჭირეთ კონტეინერი მჭიდროდ დაკეტილი
|
S8 |
კონტეინერი შეინახეთ მშრალ ადგილას
|
S9 |
კონტეინერი შეინახეთ კარგად განიავებად შენობაში
|
S12 |
კონტეინერი არ დალუქოთ
|
S13 |
შეინახეთ საკვები პროდუქტებიდან, სასმელებიდან და ცხოველების საკვებიდან მოშორებით
|
S14 |
შეინახეთ მოშორებით … (შეუთავსებად ნივთიერებებს მიუთითებს მწარმოებელი)
|
S15 |
შეინახეთ სითბოს წყაროდან მოშორებით
|
S16 |
შეინახეთ აალების წყაროდან მოშორებით — ნუ მოსწევთ
|
S17 |
შეინახეთ საწვავ მასალებისგან მოშორებით
|
S18 |
გახსენით ფრთხილად
|
S20 |
მასალასთან მუშაობისას არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი
|
S21 |
ნუ მოსწევთ მასალასთან მუშაობისას
|
S22 |
არ ჩაისუნთქოთ მტვერი
|
S23 |
არ ჩაისუნთქოთ აირი/ორთქლები/აეროზოლები (საჭიროს მიუთითებს მწარმოებელს)
|
S24 |
თავი აარიდეთ კანზე მოხვედრას
|
S25 |
თავი აარიდეთ თვალში მოხვედრას
|
S26 |
თვალში მოხვედრისას მაშინვე დაიბანეთ თვალი წყლის დიდი რაოდენობით და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
|
S27 |
დაუყოვნებლივ გაიხადეთ ყველა გაჭუჭყიანებული ტანსაცმელი
|
S28 |
კანზე მოხვედრისას სასწრაფოდ დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით … (ნივთიერებას მიუთითებს მწარმოებელი)
|
S29 |
ნუ ჩაღვრით კანალიზაციაში
|
S30 |
არასდროს არ დაუმატოთ წყალი ამ მასალას
|
S-ფრაზების სტანდარტული შეხამება
ფრაზის კოდი
|
ფრაზის განმარტება
|
S1/2 |
შეინახეთ ჩაკეტილ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას
|
S3/7 |
შეინახეთ მჭიდროდ დაკეტილ კონტეინერში ცივ ადგილას
|
S3/7/9 |
შეინახეთ ცივ კარგად განიავებად ადგილას მჭიდროდ დაკეტილ ტარაში
|
S3/9/14 |
შეინახეთ ცივ, კარგად განიავებად ადგილას მოშორებით .... (შეუთავსებელ მასალებს მიანიშნებს მწარმოებელი)
|
S3/9/14/49 |
შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ ტარაში ცივ, კარგად განიავებად ადგილას მოშორებით ...(შეუთავსებელ მასალებს მიუთითებს მწწარმოებელი)
|
S3/9/49 |
შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ ტარაში ცივ, კარგად განიავებად ადგილას
|
S3/14 |
შეინახეთ ცივ ადგილას მოშორებით ... (შეუთავსებელ მასალებს მიუთითებს მწარმოებელი)
|
S7/8 |
შეინახეთ კონტეინერი მჭიდროდ დახურული და მშრალი
|
S7/9 |
შეინახეთ კონტეინერი მჭიდროდ დახურული და კარგად განიავებად შენობაში
|
S7/47 |
შეინახეთ კონტეინერი მჭიდროდ დახურული, ტემპერატურა არაუმეტეს ... °C (ტემპერატურას მიუთითებს მცარმოებელი)
|
S20/21 |
მუშაობის დროს არ მიიღოთ საკვები და სასმელი, ნუ მოსწევთ
|
S24/25 |
მოერიდეთ კანზე და თვალში მოხვედრას
|
S27/28 |
კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ გაიხადეთ დასვრილი ტანსაცმელი და დაიბანეთ დაშავებული ადგილი დიდი რაოდენობით ... (ნივთიერებას მიუთითებს მწარმოებელი)
|
S29/35 |
არ ჩაასხათ კანალიზაციაში; მასალის და ტარის უტილიზაცია უნდა მოხდეს უსაფრთხო მეთოდით
|
S29/56 |
არ ჩაასხათ კანალიზაციაში; მასალა და ტარა უტილიზაციისათვის უნდა ჩაბარდეს სპეციალურ საშიში ნარჩენების შეგროვების პუნქტში
|
S36/37 |
ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ტანსაცმელი და ხელთათმანები
|
S36/37/39 |
ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ტანსაცმელი, ხელთათმანები და თვალის/სახის დაცვის საშუალებები
|
S36/39 |
ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ტანსაცმელი და თვალის/სახის დაცვის საშუალებები
|
S37/39 |
ჩაიცვით შესაბამისი დამცველი ხელთათმანები და თვალის/სახის დაცვის საშუალებები
|
S47/49 |
შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ ტარაში, ტემპერატურა არა უმეტეს ... °C (ტემპერატურას მიუთითებს მწარმოებელი)
|
შენიშვნები
- ↑ დირექტივა 67/548/EEC
- ↑ დირექტივა 2001/59/EC[მკვდარი ბმული]