ათენის აკროპოლისი
ათენის აკროპოლისი — აკროპოლისი ქალაქ ათენში. მდებარეობს 156-მეტრიან კლდოვან ბორცვზე. 1987 წელს იუნესკომ ძეგლი შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ისტორიააკროპოლისი ბერძნული სიტყვაა და ზედა ციხეს ნიშნავს. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. მიკენის პერიოდში (ძვ. წ. XV-XIII სს.) წარმოადგენდა გამაგრებულ სამეფო რეზიდენციას. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში აკროპოლისში ფართომასშტაბიანი მშენებლობა დაიწყო. ტირან პისისტრატეს დროს (ძვ. წ. 560-527 წწ.) სამეფო სასახლის ადგილზე აშენდა ქალღმერთ ათენას ტაძარი. ძვ. წ. 480 წელს ბერძენ-სპარსელთა ომების დროს აკროპოლისი დაანგრიეს სპარსელებმა. ძვ. წ. 447 წელს პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისზე იწყება ახალი სამშენებლო ეტაპი. მშენებლობას ხელმძღვანელობს ცნობილი ბერძენი არქიტექტორი ფიდიასი. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
|