იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი (ბერძ. Μονή του Αγίου Ιωάννου του Θεολόγου) — ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე. დაარსდა 1088 წელს. აშენებულია იმ ადგილას, სადაც გადმოცემის ადგილას იოანე მახარებელმა გამოცხადება მიიღო. 1999 წლიდან, მონასტერი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში[1].
1088 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა კუნძულზე ჯარისკაცი-მღვდელი იოანე კრისტოდულოსი გაგზავნა, რომელმაც მონასტრის მშენებლობა დაიწყო და სამ წელში სამუშაოების უდიდესი ნაწილი დაასრულა. კომპლექსი არტემიდეს ტაძრის ნანგრევებზე აშენდა, გამოყენებული იქნა მისი ქვები. კრისტოდულოსმა განსაკუთრებით გაამაგრა მონასტრის გარეგანი ნაწილი, რადგან დიდი იყო თურქ-სელჩუკებისგან მომდინარე საფრთხე[2].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო