ალექსანდრე ერქომაიშვილი
ალექსანდრე ერქომაიშვილი (დ. 1887 — გ. 1937) — ქართველი რევოლუციონერი. რეპრესირებული. ბიოგრაფიადაიბადა 1887 წლის 12 დეკემბერს სოფელ წითელმთაში (ოზურგეთის მაზრა). სწვალობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში. 1907-1917 წლებში ერქომაიშვილი გადასახლებული იყო ქალაქ კრასნოიარსკში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახდა კრასნოიარსკის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეა. 1917 წლის მაისში ის ერქომაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1918-1920 წლებში მუშაობდა ცეკავშირში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ერქომაიშვილი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო სასურსათო საქმეთა სახალხო კომისარი, ამიერკავკასიის საფინანსო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1931-1932 წწ.), უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური სკოლის დირექტორი. დახვრიტეს 1937 წელს. რესურსები ინტერნეტში
|