ალექსანდრე III (რუსეთი)
ალექსანდრე III (რუს.: Александр III Александрович) (დ. 10 მარტი, 1845, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 ოქტომბერი, 1894, ლივადია, უკრაინა) — რუსეთის იმპერატორი 1881—1894 წლებში, რომანოვების დინასტიიდან. ალექსანდრე II-ის შვილი. ბიოგრაფიაალექსანდრე დაიბადა 1845 წლის 10 მარტს ქ. სანქტ-პეტერბურგში, ზამთრის სასახლეში. ის იყო რუსეთის იმპერატორ, ალექსანდრე II-ის მეორე ვაჟი. მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. საიმპერატორო ტახტზე ასვლა მოუწია მამამისის მკვლელობის შემდეგ, 1881 წლის 13 მარტს, ესტონეთში ყოფნის დროს. ალექსანდრე მისი წინამორბედის მსგავსად თვლიდა, რომ რუსეთის წყნარად სამართავად და ყოველგბარი რევოლუციისა თუ აჯანყების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, სახელმწიფოს ყველა წერტილში მართლმადიდებლობის გავრცელება და ეროვნულობა. პოლიტიკური შეხედულებით ნაციონალი იყო. 1884 წელს გამოსცა კანონი რუსული ენის ფართო მასშტაბით გავრცელების შესახებ იმპერიის ტერიტორიაზე. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის პრემიერ-მინისტრთან, ოტო ფონ ბისმარკთან, ასევე საფრანგეთის ხელისუფლების წევრებთან. 1894 წელს ნეფრიტით დაავადდა. იმავე წლის ბოლოს, 1 ნოემბერს გარდაიცვალა ყირიმში სტუმრობის დროს. ალექსანდრეს შემდეგ საიმპერატორო ტახტი დაიკავა მისმა უფროსმა ვაჟმა, ნიკოლოზ II-მ. წინაპრებიალექსანდრე III-ის წინაპრები
ოჯახიალექსანდრე III-ს ჰყავდა ექვსი შვილი. იმპერატორის მეუღლე იყო მარია თეოდორეს ასული (იმპერატორის შვილები)
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თვე არ არის მითითებული!, [[]] |