პავლე I (რუსეთი)
პავლე I (რუს. Па́вел I, Павел Петро́вич Романов; დ. 1 ოქტომბერი, 1754, სანქტ-პეტერბურგი — გ. 11 მარტი, 1801, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერატორი 1796 წლის 6 ნოემბრიდან მის სიკვდილმადე, რომანოვების დინასტიიდან. პეტრე III-ს და ეკატერინე II-ს შვილი. მან თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა დედამისის ჩრდილქვეშ. ის მხოლოდ 42 წლის ასაკში გახდა იმპერატორი. მმართველობისას ჩაერია საფრანგეთის რევოლუციურ ომში და იმპერიას შეუერთა ქართლ-კახეთი. პავლეს პროგერმანულმა განწყობებმა და არაპროგნოზირებადმა საქციელმა ის არაპოპულარული გახადა რუსეთის თავადაზნაურობაში და ის ფარულად მოკლა საკუთარმა ოფიცრებმა. ადრეული წლებიპავლე რომანოვი დაიბადა ელიზავეტას სასახლეში (საზაფხულო სასახლე), დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მამამისი იყო მომავალი იმპერატორი პეტრე მესამე, რომელიც მემკვიდრედ ითვლებოდა იმპერატრიცას უშვილობის გამო. დედამისი კი იყო გერმანელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელმაც შემდეგ ტახტიდან თავისი ქმარი ჩამოაგდო და სახელმწიფოს მართავდა 1796 წლამდე, რომლის ხელიდანაც პავლემ მიიღო გვირგვინი. ისტორიაში ეკატერინეს "დიდსაც" უწოდებენ[1]. პავლე დაბადებისთანავე წაართვეს ეკატერინეს და დაიწყეს მისი განცალკევებით აღზრდა. იმპერატრიცა ელიზავეტას (1741-1762) არ სურდა ტახტზე პეტრეს დასმა და ტახტისთვის პავლეს აღზრდა დაიწყო. დახასიათებამას ახასიათებდნენ როგორც ჩქარს და მუდამ მოუთმენელს. ყმაწვილობაში გამოირჩეოდა კეთილი ხასიათით, მხიარულობითა და გულღიაობით. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ის მეტად ეჭვიანი და ნერვიული გახდა. ამასთან ერთად, ის გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, საფუძვლიანი ცოდნით და დახვეწილი გემოვნებით 1783 წლიდან ეკატერინეს განკარგულებით ტახტის მემკვიდრე გადადის გატჩინოს სასახლეში, სადაც პავლეს საბოლოოდ გაუუარესდა ხასიათი: იგი გახდა ჩაკეტილი, ნერვიული, ეჭვიანი, კონფლიქტური. იგი ეჭვიანობდა დედაზე, შვილზე, თავის უახლოეს მეგობრებზე. იგი მუდამ იმპერატორობაზე ოცნებობდა და მუდამ ელოდა დედის სიკვდილს[2]. ტახტზე ასვლაეკატერინე მეორე გარდაიცვალა 1796 წლის 17 ნოემბერს, 67 წლის ასაკში, ინსულტის დიაგნოზით. ეკატერინეს სიკვდილი მოულოდნელი იყო საიმპერატორო კარზე. იმავე დღეს პავლემ მიიღო იმპერატორობა და შეუდგა სახელმწიფოს მართვას გატჩინოს სასახლიდან. მისი პირველი ნაბიჯი იყო ეკატერინეს ანდერძის მოძებნა და განადგურება, რადგან პავლე შიშობდა ანდერძში მისი შვილის მემკვიდრეობის დამტკიცებას, რომელსაც ეკატერინე მმართველობისთვის ზრდიდა დაბადებიდან. ეკატერინეს არ სურდა თავისი შვილი ტახტზე, რადგან პავლე ამჟღავნებდა მოწონებას მამამისის პერსონით, პრუსიის პოლიტიკით და სურდა თავადაზნაურობის შეზღუდვა. პატარაობიდანვე მას არ მოსწონდა დედამისის მიერ მოწყობილი გადატრიალება მამამისის წინააღმდეგ, რის გამოც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო პეტრეს ნეშტის გადასვენება, ჯერ ზამთრის სასახლეში, შემდეგ კი პეტრესა და პავლეს კათედრალში. პავლეს ბრძანებით პროცესიაში მთავარ როლს ასრულებდა გრაფი ორლოვი, რომელიც ითვლებოდა პეტრეს მკვლელად გადატრიალებისას. საშინაო პოლიტიკარესურსები ინტერნეტში
სქოლიო |