ანასტასია (ანიმაციური ფილმი)
ანასტასია (ინგლ. Anastasia) — რეჟისორ დონ ბლუთის ამერიკული მუსიკალური ანიმაციური ფილმი. იგი გამოვიდა 1997 წლის 14 ნოემბერს. შექმნის იდეა მომდინარეობს 20th Century Fox-ის 1956 წლის ამავე სახელწოდების ისტორიული დრამადან. ამერიკულმა კინოსტუდიამ შესთავაზა ბლუთსა და გოლდმენს შეექმნათ ზემოთხსნებული ფილმის ანიმაციური ადაპტაცია, ანდა მიუზიკლისა ჩემი მშვენიერი ლედი. სიუჟეტიყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1916 წელს, რუსეთში, პეტერბურგში, ცარი ნიკოლოზ II რომანოვების საიმპერატორო დინასტიის 300 წლიანი მმართველობის აღსანიშნავად მეჯლისს მართავს. საპატიო სტუმრებს შორისაა ცარის დედა, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა. იგი საყვარელ შვილიშვილს, ანასტასიას, მუსიკალურ ყუთსა და ყელსაბამს (ამავე ყუთის გასაღებს) ჩუქნის, წარწერით ”ერთად პარიზში”. მხიარულება სასახლეში ერთ დროს სამეფო კარის უახლოესი პირის, შემდგომ კი ცარის მიერ ”მოღალატედ” შერაცხილი და გაძევებული თვითმარქვია ბერის - გრიგორი რასპუტინის გამოჩენისთანავე ქრება. იგი შურის საძიებლადაა დაბრუნებული. რასპუტინმა ეშმაკს მიჰყიდა სული რომანოვების სამეფო ოჯახის განადგურების მიზნით. შავი მაგიის დახმარებით იგი რუსეთის რევოლუციას წამოიწყებს. ალყაშემორტყმული სასახლიდან გაქცევის წინ ანასტასია ნაჩუქარი მუსიკალური ყუთის ასაღებად ბებიასთან ერთად შერბის ოთახში. განწირულ მარიესა და ანასტასიას მსახური ბიჭი ეხმარება, რომელსაც საიდუმლო კარის გავლით, სასახლის გარეთ გაყავს ისინი. მატარებლამდე მიღწევის მიზნით იძულებულნი არაინ ფეხით გადაკვეთონ გაყინული მდინარე. ამის შემხედვარე რასპუტინი შეეცდება მათ შეჩერებას, თუმცა თხელი ყინული უეცრად ტყდება და გაყინულ წყალში იძირება. დაძრულ მატარებელზე ასვლას მხოლოდ მარიე ახერხებს, პატარა ანასტასია ფეხდაფეხ მისდევს მას, უეცრად ძირს ეცემა და გონებას კარგავს. ხალხით სავსე მატარებელში გამომწყვდეული მარიე კი იძულებულია მიატოვოს შვილიშვილი. ათი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დედოფალი დაკარგული ანასტასიას პოვნას... ტრაგედიიდან 10 წლის შემდგომ, საიმპერატორო კარის ყოფილი ორი მსახური - დიმიტრი და ვლადიმერი, დედოფლისაგან ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, ახალგაზრდა გოგონას პოვნასა და პრინცესა ანასტასიად გასაღებას გადაწყვეტენ. ამასობაში, ქალიშვილი, სახელად - ანია, რომელიც ჯერ კიდევ ფლობს წარსულიდან შერჩენილ ყელსაბამს, წარწერით ”ერთად პარიზში”, მიატოვებს უპატრონო აღსაზრდელთა დაწესებულებას და პეტერბურგისაკენ მიდის, წარსულის მოგონებების კვალდაკვალ. ამნეზიის შედეგად მისი მეხსიერებიდან სრულად ამოიშალა ბავშვობისდროინდელი მოგონებანი. იგი საყვარელ ძაღლ ”პუკასთან” ერთად მიდის პეტერბურგში, სადაც ხვდება დიმიტრისა და ვლადიმირს, რომლებიც გაოცდებიან მშვენიერი ქალიშვილისა და სასახლის სურათზე გამოსახული ახალგაზრდა პრინცესა ანასტასიას მსგავსებით. ისინი გადაწყვეტენ ანიას - ანასტასიად გასაღებას. პარიზისაკენ მიმავალ გზაზე დიმიტრი და ვლადიმირი ასწავლიან მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს დედოფალთან შეხვედრის ჟამს. ამავე დროს დიმიტრისა და ანიას თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი. მგზავრობისას დიმიტრის თან აღმოაჩნდება მუსიკალური ყუთიც... ამასობაში ირკვევა, რომ ბოროტი რასპუტინი ჯერ ისევ ცოცხალია. იგი ლიმბოს დემონურ სამეფოშია დატყვევებული, როგორც ცოცხალი გვამი და არ ძალუძს სიკვდილი რომანოვების უკანასკნელი მემკვიდრის განადგურებამდე. მოღალატე ბერს მისი მსახური ალბინოსი ღამურა - ბარტოკი უნებლიეთ გადასცემს ე.წ. ჯადოსნურ რელიქვიას. ამგვარად რასპუტინი კვლავ აღიდგენს შავ ძალებსა და ანიას მოსაკლავად დემონებს გააგზავნის. ორი უშედეგო ცდის შემდგომ კი იძულებულია თავად გაემგზავროს რომანოვების უკანასკნელი შთამომავლის მოსაკლავად. ანია, დიმიტრი და ვლადიმირი კი პარიზში ჩადიან, სადაც მარიეს ფრეილინას - სოფის ხვდებიან. ამ უკანასკნელს ”ანასტასიებთან” გასაუბრება ევალება, ვინაიდან მრავალჯერ იმედგაცრუებულმა და გულმოკლულმა მარიემ უარი განაცხადა ამ საქმის შესრულებაზე. დიმიტრის მიერ ”გაწვრთნილი” ანია დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. შეკითხვაზე, თუ როგორ შეძლო სასახლიდან გაქცევა (კითხვა, რომელზეც პასუხი წინასწარ არ ჰქონდა მომზადებული), ანია სოფის უამბობს მოსამსახურე ბიჭსა და საიდუმლო გასასვლელის შესახებ... მიუხედავად იმისა, რომ თავადვეა დარწმუნებული თავისივე ნაამბობის სიმცდარეში, დიმიტრი შოკირებულია ანიას პასუხით. მოგვიანებით იგი გაუმხელს ვლადიმირს, რომ ის ბიჭია, ვინც დედოფალი და პატარა ანასტასია საიდუმლო კარის გავლით სამშვიდობოს გაიყვანა და რომ ანია ნამდვილი ანასტასიაა. ამასთან ერთად, დიმიტრი გულგატეხილია, ვინაიდან იცის, რომ პრინცესები ”სამზარეულოს ბიჭებზე” არ ქორწინდებიან... მიუხედავად ამისა, დიმიტრი ყოველნაირად ცდილობს დედოფლისათვის ანიას წარდგენას, თუმცა მარიეს მისი მოსმენაც კი არ სურს. ანია შემთხვევით ყურს მოკრავს მათ საუბარს. შეიტყობს რა, რომ თავადვეა დიმიტრის გეგმის ნაწილი, გაბრაზებული იჩხუბებს გულისსწორთან და პარიზიდან წასვლას დააპირებს. დიმიტრი იძულებულია მანქანით მოიტაცოს იმპერატრიცა, რომელსაც სწორედ იმ სასტუმროსთან მიიყვანს, სადაც ანია წასასვლელად ემზადება. დიმიტრი მუსიკალურ ყუთს გადასცემს მარიეს და აიძულებს წასვლის წინ თვალი შეავლოდ და გამოელაპარაკოს ანიას. შეხვედრისას ანია გაიხსენებს მივიწყებულ ბავშვობის მომენტებსა და, მათ შორის, მუსიკალურ ყუთსაც... ამღერდებიან რა ერთად იმ მელოდიაზე, რომელსაც მუსიკალური ყუთი უკრავს, მარიე საბოლოოდ რწმუნდება, რომ დაკარგული შვილიშვილი სასწაულებრივად იპოვა. გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჟამს დიმიტრი უარს აცხადებს მარიეს გასამრჯელოზე, იგი წასვლას გადაწყვეტს. ინაუგურაციის ბალზე მარიე გაუმხელს ანიას დიმიტრის გადაწყვეტილებას და პრინცესაც აცნობიერებს შეცდომას. ამასობაში ძაღლი პუკა ბაღის ლაბირინთისაკენ მირბის და ანიაც იძულებულია გაჰყვეს მას. ალექსანდრეს ხიდზე ანიას ბოროტი რასპუტინი ხვდება, რომელიც გაყინულ სენაში ცდილობს პრინცესას გადაგდებას. დიმიტრი ბრუნდება ანიას დასახმარებლად. დაძაბული ბრძოლის შემდგომ ანასტასია ახერხებს მაგიური რელიქვიის ხელში ჩაგდებას, ფეხით ამსხვრევს მას და საბოლოოდ ანადგურებს ბოროტ რასპუტინს. დიმიტრი და ანია შეუღლდებიან. მარიესა და სოფისათვის გამოსამშვიდობებელი წერილების მიწერის შემდგომ ისინი, პუკასთან ერთად, ნავით მიემგზავრებიან. ფილმი წყვილის მშვენიერი ამბორით სრულდება, ამასთან ერთად ბარტოკიც პოულობს გულისსწორს, მიმზიდველ ქალ ღამურასა და ნაზ ამბორს უგზავნის მას. გახმოვანებახმის
სიმღერა
ფილმის გამოშვება”ანასტასიას” პრემიერა ნიუ იორკში, 1997 წლის 14 ნოემბერს შედგა. ჩრდილო ამერიკის მასშტაბით ფილმმა 58,406,000 აშშ დოლარი მოაგროვა, საერთო შემოსავალი კი $139,804,348 შეადგენს. მუსიკაყველა ტექსტის ავტორი — ლინ არენსი; მუსიკა — დევიდ ნიუმენი და სტივენ ფლაერტი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|