Share to:

 

არითმია

არითმია — არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.

გულის ნებისმიერი სტრუქტურული დაავადება, იშემიური და თანდაყოლილი მანკები არითმიის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის. შესაძლოა არითმია არ იყოს კავშირში გულის პათოლოგიურ ცვლილებებთან და მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურმა მოშლილობამ ან ფსიქო-ემოციურმა დარღვევამ, აგრეთვე გადატანილმა ინფექციურმა დაავადებებმა, რომლებიც იწვევენ მიოკარდიტებს და გართულების სახით რჩება არითმია. არითმიის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ალკოჰოლი, თამბაქო კოფეინი ან ზედმეტი ვარჯიში,

არითმიები ხასიათდება დაბალი ან მაღალი სიხშირის გულისცემით ან არარეგულარული რითმით. შესაბამისად არითმია არ წარმოადგენს ერთ კონკრეტულ დაავადებას და იგი კატეგორიზდება გულისცემის სიხშირის მიხედვით:

  • ბრადიარითმიები - როდესაც გულისცემის სიხშირე არის 1წთ-ში 60 დარტყმაზე ნაკლები.
  • ტაქიარითმიები - ხასიათდება ხშირი გულისცემით, 1 წთ-ში 90 დარტყმაზე მეტი.

ლოკალიზაციის მიხედვით იყოფა სუპრავენტიკულურ (პარკუჭზედა) და პარკუჭოვან არითმიებად. პარკუჭზედა არითმიები მოიცავს:

  • წინაგულოვანი ტაქიკარდია;
  • წინაგულოვან ექსტასისტოლიას;
  • წინაგულების თრთოლვას;
  • მოციმციმე არითმიას, ანუ წინაგულების ფიბრილაციას;
  • წინაგულ-პარკუჭოვან კვანძოვან ტაქიკარდიას;
  • თანდაყოლილ ვოლფ-პარკინსონ უაიტის სინდრომს (დამატებითი ელექტრული იმპულსის გამტარი გზის არსებობა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის).

პარკუჭოვანი არითმიების ჯგუფს მიეკუთვნება:

  • პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
  • პარკუჭების ფიბრილაცია.

დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი ან შეუქცევადი პათოლოგიები, რომელთა უმეტესობას ლეტალურ შედეგამდეც მივყავართ.

არითმიის ძირითადი ტიპები

  • ტაქიკარდია – მდგომარეობა, რომლის დროსაც გულისცემა აღემატება 100 დარტყმას წუთში. თუ იგი ვითარდება დიდი ფიზიკური დატვირთვის შედეგად, ეს ნორმად ითვლება, ხოლო მოსვენებულ მდგომარეობაში აღმოცენებული, შესაძლოა, მიუთითებდეს გარკვეულ პათოლოგიაზე;
  • ბრადიკარდია – ეს არის ტიპი, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებია;
  • პაროქსიზმული ტაქიკარდია – როგორც წესი, ამ შემთხვევაში, გულისცემის სიხშირე წუთში 200 დარტყმას აღწევს. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რადგან ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია შეუქცევადი პროცესების პროვოცირება;
  • ექსტრასისტოლია – მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ნაადრევად და რიგგარეშე იკუმშება;
  • წინაგულთა ფიბრილაცია – ყველაზე გავრცელებულია, ამ დროს გული არარეგულარულად იკუმშება.[1]

არითმიის სიმპტომები

  • გამოტოვებული გულისცემი შეგრძნება
  • მკერდში ჩხვლეტა
  • თავბრუსხვევა ან გაბრუების შეგრძნება
  • ჰაერის უკმარისობა
  • გულმკერდის ტკივილი/დისკომფორტი ამ შებოჭილობა
  • სისუსტე ან დაღლილობა(ძლიერი დაღლილობის შეგრძნება)
  • შფოთვა
  • ბუნდოვანი ხედვა.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya