ატოტონილკოს ტაძარი
ატოტონილკოს ტაძარი (ესპ. Santuario de Atotonilco) — ეკლესიის კომპლექსი მექსიკის გუანახუატოს შტატში. ქალაქ სან-მიგელ-დე-ალიენდესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კომპლექსი XVIII საუკუნეში მამა ლუის ფელიპე ნერი დე ალფარომ ააშენა. ტაძარი მდიდარია მექსიკური ბაროკოს სტილში შესრულებული ფრესკებით, რომლებიც ძირითად ნავსა და კაპელებზეა შესრულებული. მოხატვითი სამუშაოები ოცდაათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტონიო მარტინეს დე პოკასანგრეს ხელმძღვანელობით, რის შედეგადაც ტაძარი ევროპულ და ლათინოამერიკული კულტურების გაცვლის ნიმუში გახდა. კომპლექსი მოიცავს ძირითად ეკლესიასა და რამდენიმე პატარა კაპელას. მათ ყოველკვირეულად დაახლოებით 5 000 ადამიანი სტუმრობს. გალერეა
იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|