ბლანშ არტუელი
ბლანშ არტუელი (ფრანგ. Blanche d'Artois, ბასკ. Blanka Artoiskoa, ინგლ. Blanche of Artois; დ. 1248 — გ. 2 მარტი, 1302) — კაპეტინგების დინასტიის არტუას შტოს წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის შვილიშვილი. ნავარის დედოფალი 1270-74 წლებში როგორც ანრი I-ის მეუღლე. თავისი შვილის, ნავარის დედოფალ ჟანა I-ის რეგენტი 1274-75 წლებში, რის შემდგომაც ეს სტატუსი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-მ მიიღო. ამის შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი III-ის უმცროს ვაჟზე, უკვე დაქვრივებულ ედმუნდ ლანკასტერზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. ბიოგრაფიაბლანში დაიბადა 1248 წელს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის უცმროსი ვაჟის, არტუას გრაფ რობერ I-ისა და მისი მეუღლის, მატილდა ბრაბანტელის ქალიშვილი. 1269 წელს იგი ცოლად შერთეს ნავარის მეფე თეობალდ II-ის უმცროს ძმას, პრინც ანრის. 1270 წელს თეობალდი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტზე ანრი I და ბლანშ არტუელი ადიან. მათი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა და თავად ანრიც 1274 წელს აღესრულა. ვინაიდან მათ ვაჟი არ დარჩენიათ, ტახტზე მათი მცირეწლოვანი ასული ჟანა I ავიდა, რომელიც დაბადებიდან დედასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა. დედოფლის მცირეწლოვანების გამო ნავარის რეგენტად დედა-დედოფალი ბლანში დაინიშნა. სულ მალე ნავარელები მათ ქვეყანაში არსებული ფრანგული გავლენის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რის გამოც ბლანშს რეგენტობაჩამოართვა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-მ. ნავარაში მმართველობის გასამყარებლად ფილიპ III-მ ჟანა I თავის უფროს ვაჟ ფილიპზე დააქორწინა, ბლანში კი საფრანგეთიდან გააძევა. ბლანშმა პირობა დადო, რომ მოიპოვებდა სამხედრო მხარდაჭერას, ჩაახშობდა ნავარელთა ამბოხს და ქალიშვილს ფრანგების ტყვეობიდან დაიხსნიდა. სწორედ ამიტომ, იგი ფრანგების მოსისხლე მტრებთან, ინგლისელებთან წავიდა და მეტიც, 1276 წელს იგი ინგლისის მეფე ჰენრი III-ის ვაჟზე, ლანკასტერის ჰერცოგ ედმუნდზე დაქორწინდა. 1285 წელს საფრანგეთის ტახტზე ფილიპ IV და ჟანა I ადიან, რომლებმად შეძლეს ნავარის დაბრუნება და იქ პოზიციების აღდგენა, ბლანში კი უბრალოდ დაივიწყეს. 1296 წელს ბლანშის მეორე ქმარის დაიღუპა, რის შემდეგაც მან სიძისგან ნებართვა მიიღო სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც პარიზში დასახლდა. იგი სწორედ აქ გარდაიცვალა 1302 წელს. შვილებიპირველი ქმრისგან ბლანშს ორი შვილი ჰყავდა:
მეორე ქმრისგან ბლანშს ოთხი შვილი ჰყავდა:
ლიტერატურა
|