ნოლანი მერყეობდა, დაბრუნებოდა თუ არა ფილმს კიდევ ერთხელ, მაგრამ დათანხმდა მას შემდეგ რაც ძმა, ჯონათან ნოლანთან და დევიდ ს. გოიერთან ერთად დაწერა ისტორია რომელიც იქნებოდა ბეტმენის სერიების დასასრული. ფილმში გამოყენებულია ბეტმენის კომიქსების სერიები რაინდის დაცემა (1993), სადაც შედგა პერსონაჟ ბეინის დებიუტი. „ბნელი რაინდი ბრუნდება“ (1986) სადაც ბეტმენი ბრუნდება გოთემში ათწლიანი პაუზის შემდეგ და „არავის ტერიტორია“ (1999) სადაც გოთემს კრიმინალები დაიპყრობენ.
ლოს-ანჯელეს თაიმსთან მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე გადაიღებდა თუ არა ბეტმენის მესამე ფილმს, ნოლანმა განაცხადა, რომ შესაბამისი სიუჟეტის გამოჩენის შემთხვევაში ის გადაიღებდა მესამე სურათს, თუმცა თან კითხვა დასვა თუ რამდენი კარგი მესამე სერიის დასახელება იყო შესაძლებელი.[18]2009 წლის სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონზე დასწრებისას გერი ოლდმენმა დაადასტურა, რომ ნოლანი მესამე სერიას გადაიღებდა და სავარაუდოდ გადაღებები მომავალ წელს დაიწყებოდა.[19]
ნოლანმა თქვა, რომ მესამე სურათში რობინი არ გამოჩნდებოდა.[20]კრისტიან ბეილმაც განაცხადა, რომ ის დატოვებდა ფილმს, იმ შემთხვევაში თუ მასში რობინი გამოჩნდებოდა.[21] ნოლანის თქმით უარყოფით გმირად პინგვინი არ მოგვევლინებოდა, რადგან მისი აზრით ძნელი იქნებოდა ამ პერსონაჟის მორგება რეალური ბეტმენის ვერსიაზე, როგორსაც ის იღებდა.[22] მან ასევე უარყო ფილმში მისტერ ფრიზის გამოჩენა.[23]
ნოლანმა დაადასტურა, რომ პირველი ორი ფილმიდან ძირითადი მსახიობები დაბრუნდებიან მესამე ფილმში საკუთარი გმირების განსასახიერებლად.[7] 2011 წლის 19 იანვარს Warner Bros.-ის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ენ ჰეთეუეი ასრულებს სელინა კაილის, ტომ ჰარდი კი ბეინის როლს.[24] ჰარდისთან ერთად, ნოლანის წინა სურათის დასაწყისის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ჯუნო ტემპლი შეუერთდნენ მსახიობთა ჯგუფს.[25] მალევე სტუდიამ ოფიციალურად დაასახელა ლევიტის როლი და ასევე გამოაცხადა, რომ ფილმში მარიონ კოტიარიც ითამაშებდა. გორდონ–ლევიტი კომისარ გორდონთან მომუშავე პოლიციელის ჯონ ბლეიკის როლს ასრულებს, ხოლო კოტიარი Wayne Enterprises–ის დირექტორთა საბჭოს წევრს, მირანდა ტეიტს თამაშობს.[26]
↑Itzkoff, Dave (June 30, 2010). "A Man and His Dream: Christopher Nolan and 'Inception'". The New York Times. Retrieved June 12, 2010. WebCitation archive.
↑McNary, Dave (May 3, 2010). "Batman sets date". Variety. Retrieved July 26, 2010. WebCitation archive.