დევნა (ფილმი)
დევნა — 1998 წლის ბრიტანული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარისტია კრისტოფერ ნოლანი. ის არის ნოლანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. სურათი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც უთვალთვალებს ჩვეულებრივ გამვლელებს ლონდონის ქუჩებში. მსახიობები
კამეოები აქვთ ასევე ფილმის პროდიუსერ ემა თომასს და კომპოზიტორს, დევიდ ჯულიანს. გადაღებადევნის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, ასევე, არის ფილმის სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე და ერთ-ერთი პროდიუსერი. გამომდინარე იქიდან, რომ ნოლანმა ფილმი გადაიღო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კინოსაზოგადოების დახმარებით, ფილმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დაბალ-ბიუჯეტიან სურათად. მისი ბიუჯეტი მხოლოდ $6,000-ს შეადგენდა. გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონში. ძირითადი სცენები გადაიღეს ნოლანის მეგობრების და მშობლების სახლებში. გადაღებების მიმდინარეობის დროს მისი მშობლების სახლი გაქურდეს და რამდენიმე ნივთი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ფილმში დაიკარგა, სინამდვილეშიც მოიპარეს. საერთო ჯამში სურათის გადაღებას მთელი წელიწადი დასჭირდა, რადგან გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ შაბათობით ჰქონდათ. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|