გრან-კანარია
გრან-კანარია ესპ. Gran Canaria, ასევე ცნობილი, როგორც გრანდ კანარის კუნძული — მეორე ყველაზე დასახლებული კუნძული კანარის კუნძულებს შორის. მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან და არის ესპანეთის ნაწილი. 2019 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 851 231 ადამიანს, რაც მთლიანი არქიპელაგის 40%-ია. კუნძულის დედაქალაქია ლას-პალმასი. გრან-კანარია მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან 150 კილომეტრის დაშორებით, ხოლო ევროპიდან 1 350 კილომეტრის მანძილზე.[2]კუნძულის ტერიტორია მოიცავს 1 560 კვადრატულ კილომეტრს [3] და არის ფართობით მესამე ყველაზე დიდი კუნძული არქიპელაგში, იეროსა და ფუერტევენტურას შემდეგ. იგი ასევე მესამეა ესპანეთის ყველაზე ხალხმრავალ კუნძულებს შორის, ტენერიფესა და მალიორკას შემდეგ.[4] ისტორიაანტიკურ ხანაში გრან-კანარია დასახლებული იყო ჩრდილოეთ აფრიკელი გუანშებით, რომლებიც იქ სავარაუდოდ, ძვ. წ. 500 წელს ჩავიდნენ. გუანშები კუნძულს „Tamarán “-ს უწოდებდნენ, რაც „მამაცთა მიწას“ ნიშნავს. კუნძულის დედაქალაქი ლას-პალმასი 1478 წლის 24 ივნისს არაგონელმა კაპიტანმა დააარსა, რომელიც კასტილიის არმიას მეთაურობდა. 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბი ლას-პალმას პორტში შეჩერდა მისი პირველი მოგზაურობისას ამერიკაში (კუნძულზე მან დაჰყო გარკვეული დრო) . მმართველობაკუნძული შედის ესპანეთის შემადგენლობაში, კონკრეტულად ლას-პალმასის პროვინციაში, პროვინციის დედაქალაქია ლას- პალმასი.[5]2019 წელს კუნძულზე 851 231 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აქედან 379 925 ადამიანი დედაქალაქ ლას-პალმასში იმყოფებოდა. გრან-კანარია კანარის კუნძულებს შორის მეორე ყველაზე ხალხმრავალი კუნძულია, ტენერიფეს შემდეგ.[6] შედგება 21 პატარა მუნიციპალიტეტისგან.[5] გეოგრაფიაგრან-კანარია მიეკუთვნება კანარის კუნძულების არქიპელაგს, მდებარეობს კუნძულ ტენერიფეს სამხრეთ-აღმოსავლეთით და კუნძულ ფუერტევენტურას დასავლეთით. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა, ამიტომაც, ძირითადად ვულკანური წარმონაქმნებისგან შედგება. მას მრგვალი ფორმა აქვს, მისი საშუალო დიამეტრი 50 კილომეტრის ტოლია და მოიცავს 1 560 კვადრატულ კილომეტრს. გრან-კანარიის ყველაზე მაღალი წერტილია მორო-დე-ლა-აგუხერეადა, რომლის სიმაღლეც 1 956 მეტრია, თუმცა მანამდე, კუნძულის ყველაზე მაღალ ადგილად ახლომდებარე წერტილი მიიჩნეოდა. გეოლოგიაკუნძულის მოცულობის 80% მიოცენის პერიოდში, ამოფრქვევის დროს, 14 - 9 მილიონი წლის წინათ ჩამოყალიბდა. ამ პერიოდს უწოდებენ „ძველ ციკლს“ და სავარაუდოდ, დაახლოებით 200 000 წელი გრძელდებოდა. უმეტესად შედგებოდა ფისოვანი ტუტე ბაზალტისგან. ეს გაგრძელდა სხვადასხვა ტიპის ქანების გამოყოფით. ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო ეროზია, რომელიც დაახლოებით 4 მილიონი წელი გაგრძელდა.[7] ვულკანური ამოფრქვევების მეორე ციკლი 4,5-3,4 მილიონი წლის წინ მოხდა და შიდა მასალის უმეტესობა სწორედ ამ ქანების ეროზიით ჩამოყალიბდა.[7] მესამე ციკლი 2,8 მილიონი წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. ბოლო ამოფრქვევები დაახლოებით 3 500 წლის წინ დაფიქსირდა.[7]
ტრანსპორტიგზებიკუნძულ გრან-კანარიაზე არის გზები, რომლებიც ვრცელდება მთელი კუნძულის მასშტაბით, მათ შორის მთიან რეგიონებშიც. მე-20 საუკუნეში გაყვანილი მაგისტრალი პირველი იყო კანარის კუნძულებს შორის და ვრცელდებოდა დედაქალაქის გარშემო, ხოლო შემდეგ გაფართოვდა აეროპორტსა და ჩრდილოეთ სანაპირომდე, შემდგომ კი სამხრეთ სანაპირომდე, რამაც ხელი შეუწყო და გაზარდა ტურიზმის მაჩვენებელი. ავტობუსებიკუნძულის გარშემო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზრუნველყოფს ფართო ქსელს, რომელსაც მართავს „Autoridad Única del Transporte de Gran Canaria“.[8]ავტობუსის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო „AUTGC“– ში ასევე მოქმედებს ელექტრონული ბილეთები, სახელწოდებით „TransGC Card“, რომელიც მოქმედებს მთელ ქსელში.[9]კუნძულის საქალაქო ავტობუსით მომსახურებას მთელს მასშტაბზე ახორციელებს გლობალური სატრანსპორტო კომპანია.[10][11] იგი შეიქმნა 2000 წელს, ორი სხვადასხვა კომპანიის გაერთიანების შედეგად.[12] აეროპორტი„გრან-კანარიას აეროპორტი“ (IATA: LPA) კუნძულზე ერთადერთი კომერციული აეროპორტია. ყოველწლიურად აქ მრავალი ფრენა ხორციელდება და აეროპორტი უამრავ მგზავრს ემსახურება. გრან-კანარია ასევე პასუხისმგებელია კანარის ყველა საჰაერო მოძრაობის კონტროლზე. გრან-კანარია მეორე კუნძულია, რომელიც კანარის კუნძულების ყველაზე მეტ მგზავრს იღებს.[13] საზღვაო პორტებიყველაზე მნიშვნელოვანი პორტები არის „ლას-პალმას პორტი“, „არგუნეგუინი“, რომელიც ცემენტის ეხსორტიორია და „არინაგა“, მდებარეობს კანარის მთავარ ინდუსტრიულ ზონაში და ასევე ერთ-ერთი მთავარი ზონაა ესპანეთში. პორტებში შესაძლებელია ბორანით სარგებლობაც.[14] მატარებელიუკვე არსებობს გეგმა, რითაც შესაძლებელია კუნძულის სარკინიგზო ქსელის შექმნა, თუმცა ეს დამოკიდებულია ესპანეთის ცენტრალურ მთავრობაზე და მათ მიერ პროექტის დაფინანსებაზე. გეგმაშია 57 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალის გაყვანა, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე გაივლის მიწისქვეშ და მას სხვა ტერიტორიებთან დააკავშირებს. ხაზში დაგეგმილია 11 სადგურის მშენებლობა, მათ შორის მიწისქვეშა სადგური გრან-კანარიას აეროპორტში. სქემა შეიქმნა და გამოცხადდა 2009 წელს, მოქმედების თარიღად 2015 წელი მიიჩნეოდა. შეიქმნა საზოგადოებრივი კომპანიაც, სახელწოდებით „Ferrocarriles de Gran Canaria, Cabildo Gran Canaria“, სატრანსპორტო ორგანოს მიერ. გეგმები ჯერ კიდევ განიხილებოდა 2018 წელს.[15][16] კლიმატიკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, გრან-კანარია განიხილება უდაბნოს კლიმატი მქონე, მისი თანმიმდევრული თბილი ტემპერატურისა და ნალექის ძლიერ ნაკლებობის გამო. ზამთარში საშუალო მაღალი ტემპერატურა დღის განმავლობაში 20 °C-ია, ხოლო ზაფხულში 26 °C. ღამით ტემპერატურა უფრო დაბალზე ეცემა, თუმცა 10 °C-ზე დაბალი ტემპერატურა სანაპიროს სიახლოვეს ჯერ არ დაფიქსირებულა. კუნძულის მაღალმთიან ადგილებში, ზოგჯერ თოვს და ყინავს. ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 228 მმ-ია. ნალექების უმეტესობა მოდის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. კუნძულზე წვიმა მეტად არათანაბრად მოდის, ამიტომაც ზოგიერთი ადგილი უფრო მშრალია სხვებთან შედარებით. კუნძულის ყველაზე სასურველ ადგილად მისი სამხრეთ ნაწილი ითვლება. ტურიზმიამ კუნძულს ასევე უწოდებენ „მინიატურულ კონტინენტს“, განსხვავებული კლიმატისა და მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო, გრძელი პლაჟებითა და თეთრი ქვიშის დიუნებით.[17] კუნძულის მესამედი დაცულია იუნესკოს მიერ, როგორც „ბიოსფერული ნაკრძალი“. 2014 წელს, წლიურ ვიზიტორთა რიცხვი 3,6 მილიონი იყო (აქედან 450 000 ესპანელი).[18] ტურისტების უმეტესობა კუნძულის სამხრეთ ნაწილს სტუმრობს. ჩრდილოეთის კლიმატი უფრო ცივია, ხოლო სამხრეთი უფრო თბილი და მზიანი. კუნძულის აღმოსავლეთ სანაპირო უფრო ვაკეა და არის პლაჟები, ხოლო დასავლეთ სანაპირო უფრო მთიანია. სამხრეთით არის ფრინველების პარკი, ასევე მრავალი საკურორტო პლაჟი. კურორტები ძირითადად კონცენტრირებულია სამხრეთ სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში მასპალომას მიდამოში, რომელიც მოიცავს ქალაქ სან-ავგუსტს, ქალაქ პლეა დელ ინგელსსა და მელონერსს. აქ მდებარეობს ცნობილი მე-19 საუკუნის ნაგებობა მასპალომას შუქურა. პლეა დელ ინგელსში არის „Yumbo Center“ -ის სახლი[19], რომელიც 1982 წელს გაიხსნა და მოიცავს თითქმის 200 მაღაზიას, მათ შორის ბარებს, რესტორნებს, კაფეებს, ელექტრონულსა და საიუველირო მაღაზიებს. სამხრეთ ნაპირის გასწვრივ, მოგანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს პუერტო რიკოსა და პუერტო დე მოგანის თემები, სოფელი, რომელშიც მრავალი არხია და მას ეწოდება „პატარა ვენეცია“. ელ-დედო დე დიოსი ანუ „ღმერთის თითი“ იყო კლდოვანი თაღი, რომელიც კუნძულის ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, სანამ იგი არ გაანადგურა ტროპიკულმა ქარიშხალმა, რომელიც არქიპელაგს 2005 წლის ნოემბერში დაატყდა თავს.[20] დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს მყვინთავთა ზონა, აქაურობა ასევე ცნობილია ყოველწლიური კარნავალით. ეს კუნძული იყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის პირველი გაჩერება ამერიკაში პირველი მოგზაურობისას.[21] სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ დასავლეთიდან, მოგანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სათევზაო ქალაქი. სოფლის მეურნეობაგრან-კანარიას სოფლის მეურნეობა უნიკალურია მთელს კანარის კუნძულებზე, ვხვდებით შაქრის ლერწმის პლანტაციებს. ძირითადად აქ გავრცელებულია მარცვლეული კულტურა, მეცხოველეობასთან შედარებით.[22] დაცული ტერიტორიებიკუნძულის ტერიტორიის თითქმის ნახევარი, 667 კვადრატული კილომეტრი, კუნძულის 42,7%, „Red Canaria de Espacios Naturales Protegidos“-ის მიერ არის დაცული, რომელიც სულ 146 დაცულ ტერიტორიას იცავს კანარის არქიპელაგზე,[23] ხოლო აქედან 33 გრან-კანარიაზე მდებარეობს, რომელიც მეორე ყველაზე დაცული კუნძულია ამავე ჯგუფში.[24]არსებობს შვიდი სხვადასხვა კატეგორიის დაცვის ტიპი. იხილეთ აგრეთველიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|