ეფიმ ძიგანი
ეფიმ ძიგანი (რუს. Ефи́м Льво́вич Дзига́н; დ. 14 დეკემბერი, 1898, მოსკოვი — გ. 31 დეკემბერი, 1981, იქვე) — საბჭოთა და რუსი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). ბიოგრაფია1923 წელს დაამთავრა ბორის ჩაიკოვსკის კინოსკოლა. 1924 წლიდან იყო მსახიობი, ოპერატორის თანაშემწე, რეჟისორის ასისტენტი სსრ კავშირის სხვადასხვა კინოსტუდიებში („ლენფილმი“, „სოვკინო“, „სახკინმრეწვი“, „ბელარუსფილმი“, „მოსფილმი“, „ყაზახფილმი“, „აზერბაიჯანფილმი“ და სხვა). რეჟისორობა „სახკინმრეწვში“ დაიწყო 1928 წელს, სადაც მიხეილ ჭიაურელთან ერთად გადაიღო ფილმი „პირველი კორნეტი სტრეშნიოვი“. 1929 წელს, ისევ „სახკინმრეწვში“, უკვე დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი „ომის ღმერთი“. რეჟისორად მუშაობდა ასევე თეატრში. 1937 წლიდან იყო საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) პედაგოგი. 1943 წლიდან იყო სკკპ წევრი. ფილმოგრაფიაფილმების დამდგმელი რეჟისორი
ჯილდოები და აღიარება
რესურსები ინტერნეტში |