კარლ XI
კარლ XI (შვედ. Karl XI; დ. 24 ნოემბერი, 1655, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 5 აპრილი, 1697, სტოკჰოლმი, შვედეთი) — პფალც-ცვაიბრიუხენის დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1660-1697 წლებში. მეფე კარლ X გუსტავისა და დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელის ერთადერთი ვაჟი. მონაწილეობდა სკანდინავიურ ომში და ცდილობდა ქვეყანაში აბსოლუტიზმის დამყარებას. ადრეული ცხოვრებაკარლი დაიბადა 1655 წლის 24 ნოემბერს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე კარლ X გუსტავისა და მისი ცოლის, დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელის ერთადერთი შვილი, რომელიც მათი შეუღლებიდან ერთ წელიწადში დაიბადა. ვინაიდან იგი ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო, მშობლები მის განათლებასა და აღზრდაზე სერიოზულად ზრუნავდნენ, მაგრამ კარლმა მოგვიანებით დისლექსიის ნიშნები გამოავლინა. მას არ უყვარდა სწავლა, წერა-კითხვა და ა.შ. ამის გამო იგი არასოდეს კითხულობდა წიგნებს და წერიელბსაც სხვებს აწერინებდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად დედამისმა მას იტალიელი მწერალი ლორენცო მაგალოტი დაუქირავა, თუმცა პატარა პრინცს სწავლა ვერ შეაყვარა. მეფობარეგენტობა1660 წლის 13 თებერვალს, 37 წლის ასაკში მეფე კარლ X გუსტავი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი 5 წლის კარლ XI-მ დაიკავა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედა, დედოფალი ჰედვიგ ელეონორა დაენიშნა. დედოფალ ჰედვიგ ელეონორას რეგენტობა არც ისე ეფექტური აღმოჩნდა. 1672 წელს კარლ XI სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა. ამ დროისათვის შვედეთი ერთობ რთულ მდგომარეობაში იყო. ურთიერთობები დაძაბული იყო დანია-ნორვეგიასთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და რუსეთთან, ამის აღმოსაფხვრელად კი ახალგაზრდა მეფე ენერგიულად შეუდგა მუშაობას. სკანდინავიური ომი1675 წლიდან დაიწყო ე.წ. სკანდინავიური ომი. მასში ერთ მხარეს იბრძოდა შვედეთის მეფე კარლ XI და მისი მთავარი მოკავშირე, საფრანგეთის მეფე ლუი XIV, ხოლო მეორე მხარეს ბრანდენბურგის კურფიურსტი ფრიდრიხ ვილჰელმ I და დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან V. ძალიან მალე ომში დანიის მხარეს ჩაება ნიდერლანდები და საღვთო რომის იმპერიაც, მაგრამ მათ რაიმე სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ომის მთავარ მიზეზებს ძირითადად ბრანდენბურგ-შვედეთის სადავო მიწები წარმოადგენდა გერმანიაში, დანიას კი სურდა გოტლანდისა და სხვა მიწების დაბრუნება, რომლებიც ჩრდილოეთის ომში დაკარგა შვედეთთან. მრავალწლიანი ომის შემდეგ კარლ XI-მ დაიპყრო თითქმის მთელი პომერანია და ვალონია, ამასთან, დანიისთვის წართმეულ მიწებზე განიმტკიცა პოზიციები. საბოლოოდ, 1679 წელს დადებული ფონტენბლოს ზავით ბრანდენბურგმა დათმო პომერანია. ამას, ისევ ლუი XIV-ის შუამავლობით მოჰყვა შვედეთ-დანიის ზავი, რომლითაც საბოლოოდ დასრულდა სკანდინავიური ომი შვედეთის გამარჯვებით. შვედეთ-დანიის მშვიდობისა და ალიანსის განსამტკიცებლად კი კარლ XI-მ ცოლად დანიის მეფე კრისტიან V-ის და შეირთო ცოლად. ომის შემდგომი პერიოდიმიუხედავად გამარჯვებისა და დიდი ტერიტორიული შენაძენისა, შვედეთის არმია და ეკონომიკა გამოფიტა ომმა. ამის გამო მეფე კარლმა მრავალი რეფორმა გაატარა: დროებით გაზარდა გადასახადები, მეუღლის მზითვით გაისტუმრა საგარეო ვალები, შემოიღო ახალი კანონები და მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია. ამ ყველაფრის გამო შვედეთი ნელ-ნელა ამოვიდა ვალებიდან და კვლავ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა. აღსანიშნავია, რომ კარლ XI-ზე, როგორც მონარქზე, დიდ გავლენას ახდენდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV. კარლი მას ბევრ რამეში ჰბაძავდა, ჩაცმულობიდან დაწყებული სასახლის გარემონტებით დასრულებული. ამის პარალელურად, მას სურდა, რომ ლუის მსგავსად მასაც ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა, რის გამოც დაიწყო ახალი რეფორმების გატარება, რასაც შვედეთში აბსოლუტიზმის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. კარლ XI-მ თანამდებობიდან მოხსნა მრავალი მრჩეველი და მინისტრი, თუმცა ამას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა, რის გამოც მისი იდეა — შვედეთი აბსოლუტურ მონარქიად ექცია, ჩავარდა. 1686 წელს კარლმა შვედეთში რელიგიური რეფორმაც გაატარა. გარდაცვალება1694 წლიდან კარლ XI-ს ტკივილები აწუხებდა მუცლის არეში. 1696 წელს მან ექიმებს საბოლოოდ ჰკითხა, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ მისი ტკივილები პროგრესირებდა. საბოლო დიაგნოზის დასასმელად სტოკჰოლმში მთელი ევროპიდან ჩაიყვანეს ექიმები. როგორც აღმოჩნდა მეფეს აბდომინალურ ღრუში ავთვისებიანი, პროგრესირებადი სიმსივნე ჰქონდა. ექიმები მისთვის ტკივილების გაყუჩებასაც ვერ ახერხებდნენ. იგი 1697 წლის 5 აპრილს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა სტოკჰოლმში, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი, კარლ XII ავიდა. ქორწინება და შვილები1680 წლის 6 მაისს კარლ XI-მ ცოლად შეირთო ულრიკა ელეონორა დანიელი, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი, რომელიც იყო დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან V-ის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე-კონსორტ ჯორჯ დანიელის და და პოლონეთ-ლიტვა-საქსონიის მეფე ავგუსტ II-ის დეიდა. მასთან კარლს შვიდი შვილი შეეძინა:
ლიტერატურა
|